პარტია სამშობლო (აზერბაიჯანი)
პარტია სამშობლო (აზერ. Ana Vətən Partiyası)[1] — პოლიტიკური პარტია აზერბაიჯანში. შეიქმნა 1990 წელს და ოფიციალურად დარეგისტრირდა 1992 წელს.[2] პარტია მილი მეჯლისში წარმოდგენილი არის 1995 წლიდან. 1990 წლიდან მას ხელმძღვანელობს ფაზაილ აგამალი.
Ana Vətən Partiyası პარტია სამშობლო | |
---|---|
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | ფაზაილ აგამალი |
ისტორია | |
დაფუძნდა | 24 ნოემბერი, 1990 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
ნაციონალ-კონსერვატიზმი ეტატიზმი |
პოლიტიკური პოზიცია | მემარჯვენე-ცეტრიზმი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
1 / 125 |
მუნიციპალიტეტები |
187 / 1 607 |
შტაბ-ბინა | ბაქო, აზერბაიჯანი |
ისტორია
რედაქტირებადაარსება
რედაქტირებამას შემდეგ, რაც 1988-1990 წლებში პარტია სახალხო ფრონტი შუაზე გაიყო, ფაზალ აგამალი პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე მის თავმჯდომარედ აირჩიეს. სამშობლოს პარტია აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროში ოფიციალურად 1992 წლის 11 აგვისტოს დარეგისტრირდა.
1995 წლის 3 ივნისს გაიმართა სამშობლოს პარტიის მეორე ყრილობა. ყრილობაზე ფაზაილ აგამალი ხელახლა აირჩიეს თავმჯდომარედ.
საპარლამენტო არჩევნები
რედაქტირებასამშობლო პარტია მონაწილეობდა 1995 წლის 12 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში. ოფიციალური შედეგების თანახმად, სამშობლოს პარტიამ ვერ მოიპოვა ვერცერთი მანდატი. 1996 წლის 4 თებერვალს დამატებითი არჩევნები ჩატარდა და ოფიციალური შედეგების თანახმად, სამშობლოს პარტიის თამვჯდომარე ფაზაილ აგამელი გახდა მილი მეჯლისის წევრი, რომელმაც თავისი კანდიდატურა წარადგინა სუმგაითის II საარჩევნო ოლქში.
1997 წლის 28 მაისს გაიმართა სამშობლოს პარტიის მესამე ყრილობა. ფაზაილ აგამალი კონგრესზე აირჩიეს სამშობლოს პარტიისის თავმჯდომარედ 6 წლის ვადით.
მოგვიანებით, სამშობლოს პარტიამ მონაწილეობა მიიღო 2000 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში. ოფიციალური შედეგების თანახმად, გაიმარჯვა სამშობლოს პარტიის თავმჯდომარემ ფაზაილ აგამალიმ, რომელმაც თავისი კანდიდატურა წარადგინა ევლახის 30-ე ოლქში, რითაც ფაზალი კიდევ ერთხელ გახდა მილი მეჯლისის წევრი. 2001 წლის 7 იანვარს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში პარტია სამშობლოს თავმჯდომარის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ზაჰიდ ორუჯმა, წარადგინა თავისი კანდიდატურა ბარდის N56 საარჩევნო ოლქში, სადაც გაიმარჯვა და გახდა მილი მეჯლისის წევრი. ამრიგად, ამ წლებში სამშობლოს პარტია მილი მეჯლისში ორი მანდატით იყო წარმოდგენილი.
2003 წლის 11 ივნისს შედგა სამშობლოს პარტიის IV ყრილობა. ფაზაილ აგამალი კონგრესზე კვლავ აირჩიეს სამშობლოს პარტიის თავმჯდომარედ 6 წლის ვადით.
2005 წლის არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ფაზაილ აგამალმა და ასევე ზაჰიდ ორუჯმა, რომლებმაც აზერბაიჯანის პარლამენტში ადგილები დაიკავეს.
2009 წლის 17 ივნისს შედგა სამშობლოს პარტიის V ყრილობა. ფაზაილ აგამალი კონგრესზე კიდევ ერთხელ აირჩიეს თავმჯდომარედ, ოღონდ 4 წლის ვადით.
სამშობლო პარტია მონაწილეობდა 2010 წლის 7 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში. აქაც გაიმარჯვა პარტიის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ და ისინი პარლამენტში დეპუტატები გახდნენ. საერთო ჯამში, სამშობლოს პარტია მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა 33 275 ხმით. [3]
2013 წლის 4 აგვისტოს გაიმართა სამშობლოს პარტიის VI ყრილობა. ფაზაილ აგამალი კონგრესზე მეექვსედ აირჩიეს თავმჯდომარედ 4 წლის ვადით.
საპრეზიდენტო არჩევნები
რედაქტირებასამშობლოს პარტიამ განაცხადა, რომ ის არ მიიღებდა მონაწილეობას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და მხარს უჭერდა ახალი აზერბაიჯანის პარტიის კანდიდატს, ილჰამ ალიევს. ამასთან, ზაჰიდ ორუჯმა, სამშობლოს პარტიისის თავმჯდომარის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში და მილი მეჯლისის წევრმა, მიმართა ცესკოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. რადგან ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგებოდა სამშობლოს პარტიის წესდებას, იგი გაათავისუფლეს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან და საერთოდ გააძევეს პარტიიდან.[4]
იდეოლოგია
რედაქტირებაპარტიის მიზანია შექმნას „თავისუფალი, ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი აზერბაიჯანი“.[5] პარტია მხარს უჭერს სომხეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობას და ეთნიკურად აზერბაიჯანელების ერთიანობას ირანში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "History" Archived 9 February 2011 at the Wayback Machine (in Azerbaijani)
- ↑ Babak, Vladimir; Vaisman, Demian; Wasserman, Aryeh (23 November 2004). Political Organization in Central Asia and Azerbaijan: Sources and Documents. Routledge. pp. 24–25. ISBN 978-1-135-77681-7.
- ↑ Republic of Azerbaijan Legislative Elelction of 7 November 2010. Azerbaijan Election Commission. Archived 5 January 2016 at the Wayback Machine (in English)
- ↑ Babak, Vladimir; Vaisman, Demian; Wasserman, Aryeh (23 November 2004). Political Organization in Central Asia and Azerbaijan: Sources and Documents. Routledge. pp. 24–25. ISBN 978-1-135-77681-7.
- ↑ "Party Program" Archived 9 February 2011 at the Wayback Machine (in Azerbaijani)