ევლახი

(გადამისამართდა გვერდიდან ევლახ)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ევლახი (აზერ. Yevlax) — ქალაქი (1938 წლიდან) აზერბაიჯანში. ევლახის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა - 64,5 ათასი მცხოვრები (2010 წელი). მდებარეობს მდინარე მტკვარზე. რკინიგზის სატრანსპორტო კვანძი (თბილისი-ბაქოს ხაზზე, განშტოებები ხანკენდისა და ბელოკონის მიმართულებით) და მაგისტრალები.

ქალაქი
ევლახი
აზერ. Yevlax
გერბი

ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რაიონი ევლახის რაიონი
კოორდინატები 40°37′02″ ჩ. გ. 47°09′00″ ა. გ. / 40.61722° ჩ. გ. 47.15000° ა. გ. / 40.61722; 47.15000
ფართობი 95 კმ²
ცენტრის სიმაღლე 17±1 მეტრი
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 59 036 (2012)
სასაათო სარტყელი UTC+04:00
საფოსტო ინდექსი AZ 6600
საავტომობილო კოდი 66[1]
ოფიციალური საიტი http://yevlax-ih.gov.az/
ევლახი — აზერბაიჯანი
ევლახი

ტოპონიმი

რედაქტირება

სახელი „ევლახი“ მოდის ძველი თურქულიდან, რაც ნიშნავს „ჭარბტენიან ტერიტორიას“ . ადრეული წყაროებიდან მას უკვე ახსენებს სომეხი ისტორიკოსი სტეპანოს ორბელიანი ეულახაის (Եւլախայ) სახით [2].

ეკონომიკა

რედაქტირება

ქალაქში არის განთავსებული მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები.

საბჭოთა პერიოდში ქალაქში გაიხსნა ბამბის ჟინირების (1926 წელი) და თამბაქოს დუღილის ქარხნები, რძის ქარხანა, და საკვების წისქვილი [3].

ამ პერიოდში ქალაქში ფუნქციონირებს ტყავის გადამამუშავებელი საწარმო „გილან“, ტექსტილის ქარხანა, აგურის ქარხანა, ბამბის ქარხანა და ა.შ.

ქალაქში არის თეატრი და აშენდა მეჩეთიც [4].

ქალაქი XII საუკუნეში გაშენდა ჭაობში[5].

XX საუკუნის დასაწყისის ოფიციალურ დოკუმენტებსა და წყაროებში ნახსენებია სოფელი ევლახი, რომელიც ელიზავეტპოლის პროვინციის შემადგენლობაშია[6], ხოლო 1920 წელს სოფელი ევლახი შედიოდა ჯავანშირის რაიონის შემადგენლობაში.

აზერბაიჯანის სსრ ცენტრალური აღმასკომის გადაწყვეტილებით, 1935 წლის 20 თებერვალს შეიქმნა ევლახის მხარე.

1939 წლის 1 თებერვალს, აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ევლახში შეიქმნა საკრებულო, რომელსაც მიენიჭა ქალაქის სტატუსი. 1962 წლის 26 დეკემბერს, აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს მე-10 სესიის გადაწყვეტილებით, ევლახის რეგიონი ლიკვიდირებულია, მისი ტერიტორია შედის აღდაშის, ბარდას და გასიმ-ისმაილოვის რეგიონებში, ევლახი გადაიქცა რესპუბლიკის ერთ-ერთ ინდუსტრიულ ქალაქად.

აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 6 აგვისტოს განკარგულებით ქალაქი ევლახი გახდა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი.

აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ივლისის პლენუმის შემდეგ, 1969 წელს, ევლახში თანდათან აშენებენ მსხვილ სამრეწველო ობიექტებს და ქალაქი რესპუბლიკის ერთ – ერთ ინდუსტრიულ ცენტრად იქცევა.

XX საუკუნის 70-80-იან წლებში ევლახში დაიწყეს ბამბის გადამუშავების, თამბაქოს გადამამუშავებელი ქარხნების, 2 რკინაბეტონის ქარხნის, ტრაქტორების შეკეთების, ლუდის და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოება,

1978 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ევლახის მატყლის პირველადი დამუშავების ქარხანა, რომელიც ამიერკავკასიის უდიდესი სამრეწველო დაწესებულებაა. ამ ქარხნის საქმიანობის გამო, წარმოებული პროდუქციის მოცულობის მხრივ, ევლახი გადაიქცა რესპუბლიკის ერთ–ერთ წამყვან მსხვილ ინდუსტრიულ ქალაქად.

ევლახშია ბაზირებული საფეხბურთო კლუბი „ქარვანი“.

ევლახში ფუნქციონირებსსაფეხბურთო სტადიონი, რომლის ტევადობაც 5000 ადამიანი. სტადიონი უახლეს ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ასევე ევლახის გარეუბანში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ოლიმპიური კომპლექსის მშენებლობა იწყება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://www.dyp.gov.az/index.php?/az/content/210
  2. Р. Ачарян, Կյանքիս հուշերից, Ереван, 1957
  3. Евлах // Большая советская энциклопедия. — 3-е изд. — М..
  4. Yevlax (Yevlakh, Evlax) დაარქივებული 2012-08-13 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  5. Поспелов Е. М. Евлах // Географические названия мира : Топонимический словарь : Ок. 5000 единиц / Отв. ред. P. A. Агеева. — 2-е изд., стереотип — М.: Русские словари, Астрель, АСТ, 2002. ISBN 5-93259-014-9, 5-271-00446-5, 5-17-001389-2.
  6. Елизапетпольская губерния в ЭСБЕ
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევლახი“-დან