ევლახის რაიონი
ევლახის რაიონი (აზერ. Yevlax) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ევლახი.
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ევლახის რაიონი | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ადმ. ცენტრი | ევლახ | |
კოორდინატები | 40°40′09″ ჩ. გ. 47°00′19″ ა. გ. / 40.66917° ჩ. გ. 47.00528° ა. გ. | |
მმართველი | Anar Taghiyev | |
დაარსდა | 20 თებერვალი, 1935 | |
ფართობი | 1537 კმ² | |
მოსახლეობა | 128 898 (2019) | |
სატელეფონო კოდი | 166 | |
საავტომობილო კოდი | 66 | |
ოფიციალური საიტი | http://yevlax-ih.gov.az/ | |
| ||
ისტორია
რედაქტირებააზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქ ევლახს ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1939 წლის 1 თებერვალს. რეგიონში გადის სარკინიგზო მაგისტრალები, როგორებიცაა: ევლახ-ხანქენდის და ევლახ-ბელაქანის მაგისტრალები, ასევე რეგიონში არის აეროპორტი სახელწოდებით „ევლახის აეროპორტი“, ჭადრაკისა და ბავშვთა სპორტული სკოლა, 19 საშუალო სკოლა 10 535 ადგილით, 15 საბავშვო ბაღი 840 ადგილის ტევადობით, საავადმყოფო, სასწავლო დაწესებულებები და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები.[1][2]
1962 წლის 26 დეკემბერს ევლახის ტერიტორია გაუქმდა და დანაწილდა. აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს მე-10 სესიის არჩევით ქალაქი ევლახი გადაიქცა ინდუსტრიულ ქალაქად.
აზერბაიჯანული სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, 1965 წლის 6 იანვარს ევლახი შეიყვანეს დაქვემდებარებული ქალაქების სიაში და რეგიონში დაიწყო სამრეწველო საწარმოების განვითარება.[3][4]
გეოგრაფია
რედაქტირებარეგიონს ესაზღვრება აღდაში, ბარდი, ტარტარი, გორანბოი, სამუხი, კახი და შაქი. ევლახის რაიონში არის 1 ქალაქი, 1 ურბანული ტიპის დასახლება და 48 სოფელი.
ევლახი დაბლობზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ბაქოდან 293 კილომეტრში მდებარეობს. ეს რაიონი ერთ-ერთი უძველესი დასახლებული ადგილია აზერბაიჯანში. აქვე გადიოდა უძველესი აბრეშუმის გზაც. კლიმატის ტიპებიდან ძირითადად გვხვდება ზომიერად ცხელი ნახევრად უდაბნოს და მშრალი უდაბნოს კლიმატი. მინგეჩაურის წყალსაცავის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვარვარას წყალსაცავი შედის ევლახის ტერიტორიის შემადგენლობაში. აქ ასევე გადის ზედა ყარაბაღისა და ზემო შირვანის არხების ნაწილები.
ეკონომიკა
რედაქტირებაევლახი არის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით. ძირითადად რეგიონში გავრცელებულია მარცვლეულის და ბამბის მოყვანა, ასევე მესაქონლეობის სექტორებსაც მნიშვნელოვანი როლი უკავიათ ქალაქის ეკონომიკაში. ფერმებში მოჰყავთ კარტოფილი, ბოსტნეული, ნესვი და სხვა ხილის სახეობები. ევლახი ასევე მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მაგალითად როგორიცაა: თიხა-ნარევი ქვიშა, თიხა, ქვიშა და ხრეში, რომლებიც საჭიროა აგურის დასამზადებლად.
ბაქო-გაზაკის გზატკეცილი, ევლახი-ბელაქანის, ბაქო-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-სუფსის გაზსადენი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გადის რაიონის ტერიტორიაზე, რაც მნიშვნელოვანია რაიონის ეკონომიკისათვის. ქალაქ ევლახში ასევე არის შიდა აეროპორტიც.[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://azerbaijan.az/_Districts/_districts_a.html დაარქივებული 2017-02-02 საიტზე Wayback Machine.
- http://www.kur-yevlax.com/?page_id=2 დაარქივებული 2022-04-08 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Official page of yevlakh district.
- ↑ TERRITORIAL AND ADMINISTRATIVE UNITS: Yevlakh district..
- ↑ Yevlax rayonu haqqinda ümumi məlumat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-03. ციტირების თარიღი: 2019-10-22.
- ↑ History of Yevlakh district.
- ↑ Yevlakh City[მკვდარი ბმული]