პარვუსი
პარვუსი (უნგრ. Párvusz; ნამდვილის სახელი ნორბერტ კიში[1], დ. 1 მარტი, 1981) — უნგრელი გრაფიკოსი და პიროგრაფი.
პარვუსი | |
---|---|
სრული სახელი | ნორბერტ კიში |
დაიბადა | 1 მარტი, 1981 |
დაბადების ადგილი | ბუდაპეშტი, უნგრეთი |
ეროვნება | უნგრელი |
სფერო | გრაფიკა, პიროგრაფია |
სტილი და ნამუშევრები
რედაქტირებასწავლობდა ბუდაპეშტში და სეგედში.[2][3] პარვუსის ნამუშევრები ძირითადად დახატულია ტუშით. ზოგჯერ მხატვარი იყენებს აკვარელს, თუმცა აქაც ძირითადი ფერი შავი და თეთრია.[2]
მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს უნგრელმა მხატვარმა ენდრე სასმა და ნიდერლანდელმა მორის ეშერმა. 2004 წელს მხატვარმა საკუთარი სტილი დახვეწა. 2005 წელს ლაპლანდიაში წავიდა. უნგრეთში დაბრუნების შემდეგ ხატვას საამის სიმბოლოებით იწყებს.[4] ამ პერიოდის საუკეთესო ნახატია „საამი მონა ლიზა“, რომელიც ნორვეგიაში გაიყიდა.[2] 2007 წელს მისი შვიდი სურათი იქნა გამოფენილი ნორვეგიის გალერეაში, ტრომსოში.[5] 2009 მხატვარმა ხელოვნების ახალი გზა აღმოაჩინდა და პიროგრაფიით, ხეზე ამოწვით, დაკავდა.[2]
კლასიკური მხატვრობის გარდა, ის ასევე მუშაობს კომიქსებზე. 2009 წელს მან შექმნა რამდენიმე კომიკური ფიგურა, ერთ-ერთი მათგანი იყო Cestgin the capricorn. ის დამზადებულ იქნა რეტორომანულენოვანი ჟურნალისათვის Punts. პირველი ორი გამოცემა 2010 წლის იანვარსა და თებერვალში გამოქვეყნდა.[6][7]
ნამუშევრები
რედაქტირება-
საამი მონა ლიზა
-
ანატომია ოთხ ნაწილად
-
მარტა მუხას სტილში
-
მორის ეშერი თავის სტილში
-
ხე - ფესვი
-
ჯვარი ნომერი 1
-
ჯვარი ნომერი 2
-
კელტური ჯვარი
-
აინო კალევალადან
-
„კიში“
-
მზის ჩასვლა ჰელსინკიში, ზეთით ფერწერა. 82 სმ x 62 სმ
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Parvusz.fw.hu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2010-03-24.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 RedBubble. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-18. ციტირების თარიღი: 2010-03-24.
- ↑ Vergitsis, Elias. 76 Ways to Say Amen.
- ↑ Infonuorra.no[მკვდარი ბმული]
- ↑ Arppa - Working partners[მკვდარი ბმული]
- ↑ Cestgin il capricorn - e l'apocalipsa
- ↑ Cestgin il capricorn - en freestyle