ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მორის კორნელიუს ეშერი (Maurits Cornelis Escher) (დ. 17 ივნისი, 1898, ― გ. 27 მარტი, 1972) — ნიდერლანდელი მხატვარი–გრაფიკოსი.

მორის ეშერი
დაიბადა 17 ივნისი, 1898(1898-06-17)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი ლეუვარდენი[11] [1] [12]
გარდაიცვალა 27 მარტი, 1972(1972-03-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი Laren[12]
ჟანრი ანიმალისტური ფერწერა[12] , აბსტრაქციონიზმი[12] , ფიგურა[12] , პეიზაჟი[12] , cityscape[12] , ნატურმორტი[12] და ავტოპორტრეტი[12]
საიტი http://www.mcescher.com/

ბავშვობა

რედაქტირება

მორის ეშერი დაიბადა 1898 წლის 17 ივნისს ნიდერლანდების ქალაქ ლეევარდენში. სახლში, რომელშიც მომავალი მხატვარი დაიბადა ამჟამად განლაგებულია მუზეუმი. 1903 წელს ეშერის ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ არნემში (ნიდერლანდები) გადავიდა.

1907 წლიდან ეშერი დურგლობას და პარალელურად პიანინოზე დაკვრას, ხოლო 1912–1918 წლებში საშუალო სკოლაში სწავლობდა. ამ უკანასკნელში გარდა მხატვრობისა ყველა საგანში ცუდი ნიშანი ჰქონდა. 1916 წელს ეშერმა შეასრულეა თავისი პირველი გრაფიკული სამუშაო, შექმნა რა მამის პორტრეტი. 1918–1919 წლებში ეშერი ესწრებოდა ლექციებს ქალაქ დელფტის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ შესძლო სწავლის გაგრძელება, რის გამოც გარიცხულ იქნა სასწავლებლიდან და მომავალამა მხატვარმა ვერ შესძლო უმაღლესი განათლების მიღება. დიპლომის მიღების იმედით ეშერმა 1919–1922 წლებშ გააგრძელა სწავლა ქალაქ ჰაარლემის არქიტექტურულ სკოლაში. აქ იგი იღებდა განათლებას მხატვარ სამუელ დე მესკვიტის ხელმძღვანელობით, რომელმაც შემდგომში ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია მხატვრის შემოქმედებაზე. 1921 წელს ეშერის ოჯახი ეწვია იტალიას, სადაც მხატვარი ხმელთაშუა ზღვის ბუნებითა და კლიმატით მოიხიბლა. აქ მან მრავალი ჩანახატი და ესკიზი შექმნა, რომლებიც შემდგომში აღიბეჭდა მის ქმნილებებში. ამავე პერიოდში მხატვარი გამოსცემს თავის პირველ იუმორისტული ჟანრის ბუკლეტს "Easter Flowers", სადაც უკვე ვხვდებით სარკულ გამოსახულებებს, კრისტალურ ფიგურებს და სფეროებს. ახალი იდეების მოძიების მიზნით ეშერმა გადაწყვიტა კვლავ სტუმრებოდა იტალიას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 M.C. Escher
  4. 4.0 4.1 Maurits Cornelis Escher — 2009.
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 The Fine Art Archive
  10. 10.0 10.1 https://www.museabrugge.be/collection/work/id/2014_GRO0344_XXXI
  11. http://www.mcescher.nl/over/biografie/
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 12.6 12.7 12.8 RKDartists


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მორის_ეშერი“-დან