პარგა (ბერძ. Πάργα) — პრევეზას ნომში, ეპირის პერიფერიაში არსებული ქალაქი და მუნიციპალიტეტი, ჩრდოლო-დასავლეთ საბერძნეთში. მუნიციპალიტეტის ცენტრია სოფელი კანალაკი.[2] პარგა მდებარეობსი იონიას ზღვის სანაპიროზე, ქალაქებს პრევეზა და იღუმენიცას შორის. ის არის თავისი დეკორატიული სილამაზით განთქმული საკურორტო ქალაქი.

მუნიციპალიტეტი
პარგა
Πάργα

პარგას ხედი
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
დაქვემდებარება ქალაქი
პერიფერია ეპირი
ნომი პრევეზა (ნომი)
კოორდინატები 39°17′00″ ჩ. გ. 20°24′00″ ა. გ. / 39.28333° ჩ. გ. 20.40000° ა. გ. / 39.28333; 20.40000
ფართობი 276.5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 32
მოსახლეობა 2,022 [1] კაცი (2001)
სიმჭიდროვე 47 კაცი/კმ²
აგლომერაცია 3,846
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 480 60
საფოსტო ინდექსი 480 60
ოფიციალური საიტი parga.gr
პარგა — საბერძნეთი
პარგა

მუნიციპალიტეტი

რედაქტირება

დღევანდელი მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდა 2011 წელს, ორი ყოფილი მუნიციპალიტეტის შეერთებით:[2]

 
პარგა, ფრანჩესკო ხაიესი (1791–1882).

ანტიკურ ხანაში ტერიტორია დასახლებული იყო ბერძნული ტომით: თესპროტიელები. პარგას დასახლების ისტორიაც ანტიკური ხანიდან იწყება როდესაც მას იპარგოსი ეწოდებოდა. 1570 წელს ქალაქიდან ჩრდილოეთით ვენეციური ციხესიმაგრე დაარსდა. პარგა ეპირის სხვა პერიფერიებთან ერთად ბალკანეთის ომების დროს საბერძნეთს შეუერთდა.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
პანაგიას კუნძული პარგას სანაპიროზე.

პარგა მდებარეობს გორაკის ფერდზე და უკავშირდება 55 გზას. ქალაქიდან დასავლეთით და აღმოსავლეთით მდებარეობს ფიჭვის ტყიანი და კლდოვანი ბორცვები. პარგას ყურეში ქალაქის სანაპიროსა და ნავსადგურს შორის პატარა კუნძულზე არის სამლოცველო და ჯებირი. კუნძულამდე ცურვით ადვილად შეიძლება მიღწევა. ქალაქიდან აღმოსავლეით მდებარეობს ტბა კალოდიკი.

პარგა შემოსაზღვრულია მთიანი ხმელეთით, რომეელიც აღმოსავლეთით ბუჩქებიანი და კლდეებიანია, ხოლო ჩრდილო-დაავლეთით ტყიანი და ბალახიანი. პარგადან შესაძლებელია პახოის კუნძულების, კერკირას კუნძულების სამხრეთი ნაწილის და ხანდახან ლეფკასის დანახვაც. ვენეციური ციხესიმაგრე აცალკევებს პარგას ყურეს და ნავსადგურს ვალტოს ქვიშიანი წაგრძელებული სანაპიროსგან. დღეისთვის არსებული ციხის ნანგრევებიდან ორიცე ყურეს ლამაზი ხედი იშლება.

პარგას აქვს სკოლა, ლიცეუმი, გიმნაზია, ეკლესია, საფოსტო განყოფილება, ბანკი, პორტი, ტავერნები და მოედანი (პლატეია-ქალაქის ცენტრის ბერძნული სახელი)

ტრანსპორტი

რედაქტირება
 
ხედი ზღვის მრიდან.
 
ტრადიციული სახლები.

პარგა ავტობუსის მარშრუტებით უკავშირდება სხვადასხვა ქალაქებს: იღუმენიცა[3], პრევეზა და ათენი[4]. ასევე უკავშირდება არაპირდაპირი ხაზებით სალონიკს და იოანინას[5],ასევე ივლისსა და აგვისტოში იოანინას მიმართულებით ავტობუსი ყოველდღე მოძრაობს[6]. პარგადან უახლოესი აეროპორტია აქციონის ეროვნული აეროპორტი (75კმ.), სადაც სეზონურად ხორციელდება ფრენები ათენიდან და თესალონიკიდან, ასევე ემსახურება ჩარტერულ რეისებსაც.

მუნიციპალიტეტის რაიონები

რედაქტირება

ისტორიული მოსახლეობა

რედაქტირება
წელი ქალაქის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობა
1981 1,892 -
1991 1,699 3,569
2001 2,022 3,846

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო (ბერძნულად)
  2. 2.0 2.1 კალიკრატის კანონი დაარქივებული 2017-04-27 საიტზე Wayback Machine. საბერძნეთის შინაგან სამინისტრო (ბერძნული)
  3. http://www.ktel-thesprotias.gr/?module=default&pages_id=18&lang=el ΚΤΕΛ ΘΕΣΠΡΩΤΙΑΣ ΑΕ / იღუმენიცას საქალაქთშორისო ავტობუსები
  4. http://www.ktelprevezas.gr/?module=default&pages_id=1&lang=el ΚΤΕΛ ΠΡΕΒΕΖΑΣ Α.Ε.
  5. http://www.ktelprevezas.gr/?module=default&pages_id=1&lang=el ΚΤΕΛ ΠΡΕΒΕΖΑΣ Α.Ε. / პრევეზას საქალაქთშორისო ავტობუსები
  6. http://www.ktelioannina.gr/ დაარქივებული 2020-01-21 საიტზე Wayback Machine. ΚΤΕΛ ΙΩΑΝΝΙΝΩΝ Α.Ε. / იოანიის საქალაქთშორისო ავტობუსები