პარასკევი კირიაზი

პარასკევი კირიაზი (ალბ. Parashqevi Qiriazi ; 1880 - 1970 ) — ალბანელი განმანათლებელი, პედაგოგი და მასწავლებელი .

პარასკევი კირიაზი
დაბადების თარიღი 1880
ბიტოლა, ოსმალეთის იმპერია (ამჟამად მაკედონიის რესპუბლიკა)
გარდაცვალების თარიღი 1970
ტირანა, ალბანეთი
მოქალაქეობა

ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია

ალბანეთის დროშა ალბანეთი
პროფესია ლინგვისტი
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1880 წელს ოსმალეთის იმპერიის ქალაქ მანასტირში, ამჟამად მაკედონიის ქალაქ ბიტოლაში, კირიაზების ოჯახში. მას ყავდა ორი ძმა და და.

თერთმეტი წლის ასაკიდან ეხმარებოდა თავისი ძმა გერასიმესა და დას სევასტის ალბანეთის პირველ გოგონათა სკოლაში, რომელიც გაიხსნა 1891 წლის 15 ოქტომბერს ქალაქ კორჩაში. მოგვიანებით სწავლობდა კონსტანტინოპოლის რობერტის სახელობის კოლეჯში, შემდეგ გაემგზავრა კორჩეში. სადაც მუშაობდა მასწავლებლად პირველ ალბანურ დაწყებით სკოლაში, რომელიც გაიხსნა 1887 წელს.

1908 წელს იგი იყო ერთადერთი ქალი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მანასტირის კონგრესში (ალბ. Kongresi i Manastirit ), სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ახალი ალბანური ანბანის შესახებ. მან ასევე განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ბავშვთა განათლების საკითხსა და საღამოს სკოლების ორგანიზებაში ალბანეთის სოფლებში, იგი ასევე ეხმარებოდა ადგილობრივი ბიბლიოთეკების შექმნასა და Yll'i Mengjesit ასოციაციის დაარსებაში 1909 წელს. 1917 წელს ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში დასთან და მეუღლესთან ერთად და იქ განაგრძო ამავე სახელწოდების პერიოდული გამოცემის გამოქვეყნება (1920 წლამდე). ჟურნალი გამოდიოდა ორ კვირაში ერთხელ და მოიცავდა მასალებს ალბანეთის პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე, ისტორიაზე, ფილოლოგიაზე, ლიტერატურასა და ფოლკლორზე.[1]

1914 წელს ნათესავებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა რუმინეთში, შემდეგ კი ამერიკაში. იქ იგი გახდა ალბანურ-ამერიკული საზოგადოების წევრი, რომლის სახელით მონაწილეობდა 1919 წელს პარიზში მშვიდობის კონფერენციაში, სადაც იცავდა ალბანელთა უფლებებს. 1921 წელს დაბრუნდა ალბანეთში, სადაც განაგრძო მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან დააარსა (დასთან ერთად), ხოლო მოგვიანებით გახდა ტირანაში ქალთა ინსტიტუტის "კირიასის" დირექტორი. 1928 წლის ოქტომბერში მან შექმნა Gruaja Shqiptare (ალბანელი ქალი) ორგანიზაცია ტირანაში, რომელიც არსებობდა დედა დედოფლისა და მეფე ზოგუს დის, პრინცესა ქსენიას პატრონაჟით, ფილიალებით მთელი ქვეყნის მასშტაბით. ორგანიზაცია მიზნად ისახავდა განათლების, ჰიგიენის და საქველმოქმედო საქმიანობის განვითარებას, ალბანურ საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებას. როგორც კარგად განათლებულმა ადამიანმა, პარასკევამ ალბანურ საზოგადოებაში ლიდერის პოზიცია დაიკავა. 1929-1931 წლებში ამ ორგანიზაციამ გამოაქვეყნა საკუთარი პუბლიკაცია Shqiptarja, რომლის გამოცემაშიც პარასკევი და მისი და სევასტი აქტიურად იყვნენ ჩართულები.[2]

1939 წელს ალბანეთის ტერიტორიაზე იტალიის შეჭრიდან დაწყებული კირიაზი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში იკავებდა ანტიფაშისტურ პოზიციებს. მათი შეხედულებების გამო, იგი და მისი და დაატყვევეს და მოათავსეს ბელგრადის მახლობლად მდებარე ბანიკას საკონცენტრაციო ბანაკში, ომის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს და დაბრუნდნენ ტირანაში. მეფე ზოგუსთან კავშირების გამო მთელი დის ოჯახი რეპრესირებულ იქნა. ალბანელი მეცნიერისა და ანტიფაშისტის სკანდერ ლუარასის ძალისხმევით, ასევე პოლიტიკოს ვიტო კაპოს ჩარევით, დებს ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდათ.[3]

პატიმრობის წლებმა გავლენა მოახდინა პარასკევის ჯანმრთელობაზე, რომელიც 1970 წელს გარდაიცვალა ტირანაში.[4]

ხსოვნა რედაქტირება

  • დები კირიაზი ითვლებიან "ალბანური განათლების სისტემის დედებად". [5] ალბანურ დასახლებებში ბევრი საგანმანათლებლო დაწესებულება ატარებს მათ სახელებს.
  • ალბანელ ამერიკელ ქალთა ორგანიზაცია ნიუ-იორკში დები კირიაზების სახელს ატარებს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Young, Antonia; Hodgson, John; Bland William B.; Young Nigel (1997). Albania. National Library of Australia: Clio Press. p. 48. ISBN 1-85109-260-9. Retrieved 22 October 2014.
  2. Elsie, Robert. Historical Dictionary of Albania — Scarecrow Press Inc., 2010. — P. 377—378. — ISBN 978-0810861886.
  3. "Parashqevi Qiriazi". www.kolonja.com. Archived from the original on 24 March 2011.
  4. Toska, Teuta. Parashqevi Qiriazi dhe viti i saj 1919. Tirana: ISSHP, 2020, ISBN 978-9928-4519-7-2
  5. Nënat e kombit, historia e motrave Sevasti dhe Parashqevi Qiriazi. "Bota Sot" Online (2012-03-30). ციტირების თარიღი: 2016-04-09