პარაგვაელები იტალიაში
პარაგვაელების არსებობა იტალიაში სათავეს 1980-იანი წლებიდან იღებს.
2010 წლის მონაცემებით, იტალიაში 1 502 მუდმივი იმიგრანტი ცხოვრობს პარაგვაიდან. 2006 წელს მათი რიცხვი 837 იყო. პარაგვაელთა ყველაზე დიდი რაოდენობა განაწილებულია სამ ქალაქში: რომში, ვერონასა და ფინალე-ლიგურეში.[1]
იტალიელებმა პარაგვაის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. სამთა ალიანსის ომში, რომელშიც პარაგვაის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოდნენ არგენტინა, ბრაზილია და ურუგვაი, პარაგვაის პრეზიდენტ ფრანსისკო სოლანო ლოპესის მხარდასაჭერად მოხალისედ მრავალი იტალიელი წავიდა. ამ დროს პარაგვაიში სულ 9 000 ევროპელი ემიგრირდა, სადაც დაახლოებით მესამედი იტალიელები იყვნენ ძირითადად ლომბარდიიდან და ჩრდილოეთ იტალიის სხვა პროვინციებიდან. 1980-იან წლებში, იმიგრანტთა შვილიშვილებმა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Comuni Italiani“. Comuni. 11 January 2012. ციტირების თარიღი: 9 February 2012. (იტალიური)