პაპუნა ლეჟავა

სტაჟიორი სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პაპუნა ლეჟავა (დ. 20 თებერვალი, 1987, თბილისი) — ქართველი ფინანსისტი. 2018 წლის 13 დეკემბერს 7 წლის ვადით აირჩიეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, მაგრამ 2023 წელს თანამდედობა ვადაზე ადრე დატოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის — ნათია თურნავას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულია, რომელმაც გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.[1]

პაპუნა ლეჟავა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 დეკემბერი, 2018 – 20 სექტემბერი, 2023
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია

დაბადებული20 თებერვალი, 1987 (1987-02-20) (37 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებაამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში
მადრიდის IE ბიზნესსკოლა
ვაშინგტონის CFA ინსტიტუტი
პროფესიაბანკირი

ბიოგრაფია

რედაქტირება

განათლება

რედაქტირება

2008 წელს დაამთავრა ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში (AUBG) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხით (ბლაგოევგრადი, ბულგარეთი). 2010 წელს — IE ბიზნეს სკოლა ფინანსების მაგისტრის ხარისხით (მადრიდი, ესპანეთი). 2015 წელს გახდა ფინანსური ანალიტიკოსის ჩარტერის მფლობელი (CFA ინსტიტუტი, ვაშინგტონი, აშშ).

სამუშაო გამოცდილება

რედაქტირება

2005 წლის მაისიდან 2005 წლლის აგვისტომდე იყო სტაჟიორი სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. 05/2006 წლის მაისიდან 2006 წლის აგვისტომდე სტაჟიორი PA Consulting-ში. 2008–2009 წლებში საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მთავარი სპეციალისტი. 2010–2011 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი სპეციალისტი, 2011–2013 წლებში ფინანსური რისკების განყოფილების უფროსი. 2013–2015 წლებში მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი. 2015–2018 წლებში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ფინანსური ოფიცერი. 2018 წლის დეკემბრიდან 2025 წლის დეკემბრამდე არჩეული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად.[2] თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ბულგარულ და ესპანურ ენებს.[3]

პუბლიკაციები

რედაქტირება
  • „ფასწარმოქმნა სესხებზე და კონკურენცია საქართველოს საბანკო სექტორში“, ავტორი, 2013 წელი.
  • „საქართველო და ევროკავშირი“, თანაავტორი, 2006 წელი.
  1. „ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტიც გადადგა“. რადიო თავისუფლება. 20 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. პაპუნა ლეჟავა. საქართველოს ეროვნული ბანკი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-22. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2021
  3. პაპუნა ლეჟავას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევის შესახებ. info.parliament.ge. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2021[მკვდარი ბმული]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პაპუნა_ლეჟავა“-დან