პანთეონი
პანთეონი (ლათ. Pantheon < ბერძ. Pantheion < pan — ყველა — theos — ღმერთი).
1. ყველა ღმერთის ტაძარი ძველ რომში.
2. გამოჩენილ ადამიანთა სასაფლაო ან აკლდამა, როგორც წესი, პანთეონისთვის იყენებენ საკულტო დანიშნულების შენობებს. ასეთი იყო უესტმინსტერის სააბატო ლონდონში (1245-1745), სენტ-ჟენევიევის ეკლესია პარიზში (1764-1790, პანთეონად იქცა 1791 საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს).
საქართველოში 1929 წელს, ა. გრიბოედოვის გარდაცვალების მე-100 წლისთავზე, მთაწმინდაზე მამადავითის ეკლესიის ეზო ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად. თბილისში გამოჩენილი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწებისათვის არის კიდევ დიდუბის პანთეონი და საბურთალოს პანთეონი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 662.