ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პანდიტა რამაბაი სარასვატი (23 აპრილი 1858 - 5 აპრილი 1922) – ინდოელი სოციალური რეფორმატორი,სწავლული, ფემინისტი, განმანათლებელი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ინდოელი ქალების ყოფის გაუმჯობესებას.  ის გახლდათ პირველი ქალი, რომელმაც შეისწავლა სანსკრიტი. 1889 წლის კონგრესის სესიის ათი  დელეგატი ქალიდან პანდიტა რამაბაი ერთ-ერთი იყო. 1890-იანი წლების ბოლოს მან დააარსა მუქტის მისია სოფელ კედგაონში, ქალაქ პუნიდან  ორმოცი მილის აღმოსავლეთით. მოგვიანებით მისიას ეწოდა Pandita Ramabai Mukti Mission. პანდიტამ იქორწინა სხვა კასტის წარმომადგენელზე და დაქვრივების შემდეგ აქტიურად განაგრძო საზოგადოებრივი საქმიანობა. ის ხმამაღლა ალაპარაკდა არსებულ პრობლემებზე და ღიად დაუჭირა მხარი ქალებისთვის განათლების მიცემას.[1]

პანდიტა რამაბაი
დაბადების თარიღი 23 აპრილი 1858
კანარას რაიონი, ბრიტანეთის ინდოეთი ახლაკარნატაკა ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 5 აპრილი 1922 (63 წლის)
ბომბეის პროვინცია, ბრიტანეთის ინდოეთი
საქმიანობა განმანათლებელი, ფემინისტი, სოციალური რეფორმატორი
აქტიური 1885-1922
ორგანიზაცია პანდიტა რამაბაის მუქტის მისია, კედგაონი
მეუღლე(ები) ბიპინ ბეჰარი მედჰავი
შვილ(ებ)ი 1

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

პანდიტა რამაბაი სარასვატი (რამბაი დონგრე) დაიბადა 1858 წლის 23 აპრილს ბრაჰმანების ოჯახში. მამა  –  ანანტა დონგრე ამ დროის ინდოელი მამაკაცებისაგან განსხვავებით თანამედროვე იდეებს იზიარებდა. საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა მის მიერ ცოლისათვის განათლების მიცემის გადაწყვეტილებას. გოგონას დაბადების შემდეგ მამამ ასევე იზრუნა ქალიშვილის განათლებაზე და შეასწავლა სანსკრიტი.[2][3]

1876–1878 წლებში ინდოეთში დაწყებულ დიდ  შიმშილს გოგონას  მშობლები და და შეეწირნენ.ამ დროს იგი 16 წლის იყო. რამაბაიმ და მისმა ძმამ შრინივასმა განაგრძეს ქვეყანაში მოგზაურობის ოჯახური ტრადიცია. კითხულობდნენ წერილებს სანსკრიტზე. რამაბაის, როგორც სანსკრიტის მცოდნე ქალის პოპულარობამ კალკუტამდე მიაღწია, სადაც პანდიტებმა იგი მიიწვიეს. პანდიტა ძმასთან ერთად კალკუტაში გადავიდა საცხოვრებლად. 1878 წელს კალკუტის უნივერსიტეტმა მიანიჭა სანსკრიტის ცოდნისთვის პანდიტასა და სარასვატის ტიტულები. თეისტმა რეფორმატორმა კეშაბ ჩანდრა შენმა მას წასაკითხად გადასცა  ვედების ასლი, რომელიც ყველაზე წმინდად ითვლება ინდუისტურ ლიტერატურაში. [4][5][6]

1880 წელს შრინივასის გარდაცვალების შემდეგ პანდიტა რამაბაი დაქორწინდა მასზე დაბალი კასტის წარმომადგენელ ბენგალელ ადვოკატ ბიპინ ბეჰარი მედჰავიზე. მათი სამოქალაქო ქორწინების ცერემონია გაიმართა  1880 წლის 13 ნოემბერს. წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მანორამა დაარქვეს.

სოციალური აქტივიზმი

რედაქტირება

1882 წელს პანდიტას მეუღლე გარდაიცვალა და იგი ქალიშვილთან ერთად მარტო დარჩა. რამაბაი, რომელიც მხოლოდ 23 წლის იყო, გადავიდა პუნეში და დააარსა ორგანიზაცია ქალთა განათლების ხელშეწყობისთვის.

პანდიტას დახმარების ხელი მისმა ბიძაშვილმა ანანდიბეი ჯოშიმ გაუწოდა, რომელიც ასევე ინტელექტუალი და დამოუკიდებელი ქალი გახლდათ. ანანდიბეი გეგმავდა სასწავლებლად აშშ-ში გადასვლას და რამაბაისაც ურჩია განათლების მისაღებად საზღვარგარეთ წასვლა. მისი პირველი წიგნის, Stri Dharma Niti  („ზნეობა ქალებისთვის“, 1882) გაყიდვიდან მიებული შემოსავლის და ქრისტიანი მისიონერების დახმარებით 1883 წელს პანდიტა ინგლისში გაემგზავრა სამედიცინო განათლების მისაღებად, მაგრამ სმენასთან დაკავშირებული პროგრესირებადი პრობლემის გამო, მას უარი უთხრეს. ინგლისში პანდიტამ მოინახულა ლონდონის ქალთა თავშესაფარი და გაუჩნდა მსგავსი თავშესაფრის ინდოეთში შექმნის იდეა.

1886 წელს პენსილვანიის ქალთა სამედიცინო კოლეჯის დეკანის დოქტორ რეიჩელ ბოდლის მიწვევით, პანდიტა დიდი ბრიტანეთიდან შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ბიძაშვილის – ანანდიბაი ჯოშის სამედიცინო კოლეჯის გამოსაშვებ საღამოზე დასასწრებად. შემდგომი სამი წელი მან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაჰყო სწავლების მეთოდიკის დასაუფლებლად.

პანდიტა რამაბაიმ აშშ-ში გამოაქვეყნა წიგნი “მაღალი კასტის ინდოელი ქალი“, რომელშიც მოთხრობილი იყო კასტური სისტემის გავლენა ინდოელი ქალის ცხოვრებაზე. მეცხრამეტე საუკუნის ინდოეთში ქორწინება უმეტესწილად გარიგებით ხდებოდა. 9-10 წლის გოგონებს აქორწინებდნენ მასზე გაცილებით უფროს მამაკაცებზე. ბევრი მათგანი დაქვრივებისას ჯერ ისევ ბავშვი იყო. ინდოელებს სჯეროდათ, რომ გოგონას დაქვრივება ერთგვარი სასჯელი იყო მის მიერ წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვების გამო. თუ ქვრივს ჰყავდა ვაჟი, ნაკლებ ტანჯვას განიცდიდა, სხვა შემთხვევაში ისე ეპყრობოდნენ, როგორც კრიმინალს. ქმრის ოჯახის წევრები სახლში ყოველგვარი საქმის კეთებას მათ აიძულებდნენ, სახლის ყველაზე ბნელ, პატარა ოთახს აძლევდნენ და დღეში ერთხელ ჰქონდათ საკვების მიღების უფლება. მათ არ შეეძლოთ მეორედ ქორწინება. დაქვრივების შემდეგ იძულებულნი იყვნენ გადაეპარსათ თავი და ეტარებინათ უხეში ქსოვილისაგან შეკერილი სამოსი. ქვრივი გოგონები ხშირად ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლებიც ხდებოდნენ. ბევრი მათგანი ვერ უძლებდა ასეთ მოპყრობას და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებდა.

აღნიშნულ წიგნს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეიქმნა პანდიტა რამაბაის ამერიკული ასოციაცია, რომელმაც იგი უზრუნველყო ინდოეთში დაბრუნებისთვის, ქვრივი გოგონებისათვის სკოლისა და თავშესაფრის შექმნისათვის საჭირო ფინანსებით. თავშესაფარში მისულ ქვრივებს რამაბაი ეხმარებოდა ყველაფრით, რაც საჭირო იყო მათი განვითარებისათვის. მან ათასობით ინდოელ ქალს მისცა შესაძლებლობა, თავიდან დაეწყო ცხოვრება.[7][8]

 
პანდიტა რამაბაის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა, 1989 წ.

პანდიტა რამაბაის მუქტის მისია დღესაც აქტიურია, იგი უზრუნველყოფს საცხოვრებლით, სასწავლო და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებით გასაჭირში მყოფ ადამიანებს. მათ შორის, ქვრივებს, ობლებს უსინათლოებს. [9]

1920 წელს პანდიტა რამაბაის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მან  ქალიშვილს გადააბარა მუქტის მისიის მმართველობა, თუმცა მანორამა გარდაიცვალა 1921 წელს. მისმა გარდაცვალებამ პანდიტა შოკში ჩააგდო. ცხრა თვის შემდეგ, 1922 წლის 5 აპრილს, თავად რამაბაი გარდაიცვალა სეპტიური ბრონქიტით, 64 წლის დაბადების დღემდე რამდენიმე კვირით ადრე.[10][7]

ჯილდოები

რედაქტირება
  • "პანდიტა" და "სარასვატი" ბენგალში (დიდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე), სანსკრიტში მის უნარების აღიარების ნიშნად.
  • 1919 წელს ინდოეთის ბრიტანეთის კოლონიურმა მთავრობამ  დააჯილდოვა Kaisari-i-Hind -ის მედლით მის მიერ გაწეული საზოგადოებრივი  სამუშაოებისთვის.[11]
  • მას პატივს მიაგებენ საეპისკოპოსო ეკლესიის ლიტურგიული კალენდრით 5 აპრილს და მოიხსენებენ ინგლისის ეკლესიაში 30 აპრილს.[12]
  • 1989 წლის 26 ოქტომბერს, ინდოელი ქალების წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის, ინდოეთის მთავრობამ გამოსცა სამახსოვრო საფოსტო მარკა.[13]
  • მის სახელს ატარებს გზა მომბაიში რომელიც აკავშირებს ჰიუზის გზას ნანა ჩოუკთან გამდევთან ახლოს, ცნობილია როგორც პანდიტა რამაბაი მარგი.[14]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Short Biography of Ramabai". 25 May 2015. Archived from the original on 7 December 2018. Retrieved 23 October 2016.
  2. Khan, Aisha (14 November 2018). "Overlooked No More: Pandita Ramabai, Indian Scholar, Feminist and Educator". The New York Times.
  3. Khan, Aisha (14 November 2018). "Overlooked No More: Pandita Ramabai, Indian Scholar, Feminist and Educator". The New York Times.
  4. "Women's History Month: Pandita Ramabai". Women's History Network. 11 March 2011.
  5. My Story by Pandita Ramabai. Pub: Christian Institute for Study of Religion and Society, Bangalore.
  6. Shah, A.B. (1977). The Letters and Correspondence of Pandita Ramabai. Compiled by Sister Geraldine. Bombay: Maharashtra State Board for Literature and Culture. pp. xxi.
  7. 7.0 7.1 Panditha Ramabai Sarasvathi – Book in Kannada (1962) Pub by Christ Sahitya Sangha, Bangalore
  8. Kosambi, M., 1988. Women, emancipation and equality: Pandita Ramabai's contribution to women's cause. Economic and political weekly, pp.WS38-WS49.[1]
  9. Ramabai, Pandita (1977) [1907]. A Testimony. Kedgaon: Ramabai Mukti Mission.
  10. "Untold Tale of Revival: Pandita Ramabai | Grace Valley Christian Center". Gracevalley.org. Retrieved 15 May 2015.
  11. Butler (1922), p. 83
  12. "The Calendar"[მკვდარი ბმული]. The Church of England. Retrieved 27 March 2021.
  13. "Indian Postage Stamps 1947–2000". დაარქივებული 2020-05-05 საიტზე Wayback Machine. Department of Posts, Ministry of Communications, Government of India. Retrieved 9 April 2019.
  14. Thale, Siddharaj (14 August 2017). "Road in Mumbai named after woman who started Arya Mahila Samaj". The Indian Express. Retrieved 9 April 2019.