პალნე ვერეში

უნგრელი ფემინისტი (1815-1895)

პალნე ვერეში ( უნგრ. Veres Pálné, დაბად. ჰერმინე კაროლინ ბენიცკი, უნგრ. Beniczky Hermin Karolina, სლოვაკ. Hermína Karolína Benická Verešová ; დ. 13 დეკემბერი 1815, ლაზი, დიერ-მოშონ-შოპრონი — გ. 28 სექტემბერი 1895, ვაჩარტიანი, პეშტი) — უნგრელი პედაგოგი და ფემინისტი. ქალთა უფლებების დამცველი. უნგრეთში გახსნა პირველი საშუალო ქალთა სკოლა და დააარსა უნგრეთის ქალთა განათლების ეროვნული ასოციაცია.[1][2]

პალნე ვერეში

პალნე ვერეში — უნგრელი მხატვრის, მიკლოშ ბარაბაშის მიერ ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი (1855).
მშობლიური სახელი უნგრ. Veres Pálné
დაბადების თარიღი 13 დეკემბერი 1815
ლაზი, უნგრეთი
გარდაცვალების თარიღი 28 სექტემბერი 1895 (79 წლის)
პეშტი, უნგრეთი
მოქალაქეობა უნგრეთის დროშა უნგრეთი
პროფესია პედაგოგი

ცხოვრება

რედაქტირება

ჰერმინ ბენიცკი დაიბადა 1815 წლის 13 დეკემბერს ლაზში, რომელიც ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ქორწინების შემდეგ, უნგრული ტრადიციის თანახმად, ატარებდა მეუღლის პალ ვერეშის სახელ, პალნეს. ჰერმინის მამა, პალ ბენიცკი იყო პროტესტანტი მიწის მესაკუთრე ნოგრადელების კეთილშობილური ოჯახიდან, ხოლო დედა — ქეროლაინ შტურმანი, წარმოშობით ვაჭრობით გამდიდრებული ოჯახიდან იყო. ვერეშის ბაბუა — მარტონ შტურმანი იყო უნგრელი პატრიოტი და მტკიცე პროტესტანტი. როდესაც პალენი სრულწლოვანი გახდა, იგი გადავიდა პეშტში. იქ გაიცნო და დაუმეგობრდა მწერალ იმრე მადაჩს. ჰერმინი გარდაიცვალა პეშტში 1895 წლის 28 სექტემბერს.

აქტივიზმი

რედაქტირება

პალნე ვერეშმა, თავად განათლებულმა ქალმა, 1869 წელს დააარსა უნგრეთის ქალთა პირველი საშუალო სკოლა. ის ფიქრობდა, რომ გოგონებს უნდა მიეღოთ განათლება, რათა ყოფილიყვნენ თვითკმარნი და ესწავლათ დახვეწილი კულტურის დაფასება, ამავდროულად თავიდან აეცილებინათ ფუფუნებისადმი ლტოლვა, რასაც შესაძლოა გაეკოტრებინა ყველაზე მდიდარი ოჯახებიც კი. გოგონებს უნდა ესწავლათ, რომ ყოფილიყვნენ უფლის წარმომადგენლები მომავალ ოჯახურ ცხოვრებაში და საკუთარ ქცევებში განესახიერებინათ ქრისტიანული იდეალები.

 
პალნე ვერეშის ძეგლი ბუდაპეშტში.

თავად სკოლა დაყოფილი იყო 11 კლასად: ოთხი დაწყებითი, ოთხი საშუალო და სამი უფროსი კლასი. საშუალო სკოლის სასწავლო გეგმა მოიცავდა რელიგიურ კვლევებს, უნგრულ ენას, უნგრულ ლიტერატურას, ესთეტიკას, პედაგოგიკას, ანთროპოლოგიასა და ფსიქოლოგიას, ლოგიკას; ცივილიზაციის ისტორია (განსაკუთრებით ქალებთან დაკავშირებულ საკითხებში), ალგებრას და გეომეტრიას, გერმანულს, ფრანგულს, ხელნაკეთობებს, ვოკალურ და ინსტრუმენტულ მუსიკას, ტანვარჯიშს, მათემატიკას და სტერეომეტრიას, ხატვას. [3]

პალნე ვერეში იყო იმედგაცრუებული, ვინაიდან მოსწავლე გოგონების დიდი პროცენტი ვერ ამთავრებდა საშუალო სკოლას. ბურჟუაზიული და არისტოკრატიული ოჯახები, რომელთა ქალიშვილებიც მის სკოლაში იღებდნენ განათლებას, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ ვერ ხედავდნენ შვილების განათლების პრაქტიკულ სარგებელს. უფროს კლასებში სიარული მხოლოდ იმ ახალგაზრდა ქალებისთვის იყო მიზანშეწონილი, რომლებიც აპირებდნენ თავად გამხდარიყვნენ სკოლის პედაგოგები. მაგრამ პალნე ვერეშმა მოახერხა გავლენა მოეხდინა ბურჟუაზიისა და არისტოკრატიის გარკვეულ ნაწილზე, რათა ეღიარებინათ ზოგადად განათლების სარგებლობა ორივე სქესის ბავშვებისთვის. [4]

  1. Bibliothèque natio:nale de France Hermin Veres Pálné // Autorités BnF ფრანგ. платформа открытых данных — 2011.
  2. Mnáč, Vladimír, ed. (1986). "Verešová, Hermína". Slovenský biografický slovník: od roku 833 do roku 1990 [Slovak Biographical Dictionary: from 833 to 1990] (in Slovak). Vol. 6. Martin, Slovakia: Matica slovenská. p. 262. ISBN 978-80-7090-111-3.
  3. De Gubernatis, Angelo. La Hongrie politique et sociale : []. — Digitized by the University of California, 2007. — J. Pellas, 1885. — P. 332.
  4. De Gubernatis, Angelo. La Hongrie politique et sociale : []. — Digitized by the University of California, 2007. — J. Pellas, 1885. — P. 333