პალმირა (ლათ. Borassus flabellifer) — მარაოფოთლებიანი პალმა. მისი სიმაღლე 18-20 მ (ზოგჯერ 30 მ აღწევს). სამშობლოა ტროპიკული აზია. ძველთაგანვე კულტივირებულია სამხრეთ ინდოეთსა და შრი-ლანკის კუნძულებზე.

პალმირა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  პალმები
სახეობა:  პალმირა
ლათინური სახელი
Borassus flabellifer

პალმირას ნაყოფი იჭმება. ყვავილედის წვენიდან იღებენ შაქარს, ღვინოს („ტოდი“), სპირტს, ძმარს. ფოთლებს იყენებენ სახურავ მასალად, მისგან წნავენ აგრეთვე კალათებს, ჭილობებს და სხვა ნივთებს. ფოთლის ბოჭკოსაგან აკეთებენ ჯაგრისებს, გრეხენთოკებს. ღეროს მერქანი მაგარ და გამძლე საშენ მასალას იძლევა.

ლიტერატურა

რედაქტირება