პალმა-დე-მალიორკის მეტროპოლიტენი

პალმა-დე-მალიორკის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: ესპანეთი ესპანეთი
ქალაქი პალმა-დე-მალიორკა
გახსნის თარიღი 25 აპრილი 2007 წ.
ხაზის სიგრძე 15,55 კმ
სადგურთა რაოდენობა 15
ხაზთა რაოდენობა 2
მგზავრები დღეში
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა

პალმა-დე-მალიორკის მეტროპოლიტენი (ესპ. Metro de Palma de Mallorca) — მეტროპოლიტენის სისტემა ბალეარის კუნძულების დედაქალაქ პალმა-დე-მალიორკაში (ესპანეთი).

გაიხსნა 2007 წ.-ის 25 აპრილს. წარმოდგენილია 15 სადგურის მქონე 2 ხაზით, რომლის სიგრძეც 15,55 კმ.-ს შეადგენს და აკავშირებს ქალაქის ცენტრს (სადგური „პლასა-დე-ესპანია“) ბალეარის კუნძულის უნივერსიტეტთან (სადგური „უნივერსიდად-დე-ლეს-ბალეარესი“).

მეტრო ექსპლუატირდება მალიორკის სახელმწიფო სარკინიგზო გზების მიერ (Servicios Ferroviarios de Mallorca).

2004 წლის ნოემბერში წამოაყენეს წინადადება, პალმა-დე-მალიორკაში შეექმნათ მეტროს ხაზი, რომელიც ქალაქის ცენტრს დააკავშირებდა ბალეარის კუნძულის უნივერსიტეტთან. უკვე 2005 წ.-ის იანვარში დაიწყეს მშენებლობა. ამასთან, ქ. ინკაში არსებული სარკინიგზო გზები მოაშორეს და გადაიტანეს გვირაბებში. მეტროს რელსები ინკას სარკინიგზო გზების პარალელუად განთავსდა.

 
მატარებელი სადგურზე

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება