პალინდრომი
პალინდრომი (ბერძ. Παλίνδρομος [palíndromos] — „უკუღმა მოძრავი“) — სიტყვა, ფრაზა ან ლექსი, რომელიც წაღმა და უკუღმა ერთნაირად იკითხება. მაგ., ატამი ითესა, ასეთი იმატა (ხალხური). პალინდრომი გავრცელებული იყო აღმოსავლეთ სამყაროში, გვხვდება ძვ. ბერძნულ პოეზიაშიც. ძვ. ქართულში მას „წაღმა-უკუღმა წასაკითხავი ლექსი“ და „შუამბრუებული ლექსი“ ერქვა. გვხვდება ე. წ. აღორძინების ხანის ქართველ პოეტებთან [ იაკობ შემოქმედელი (დუმბაძე), ონანა მდივანი (ქობულაშვილი), ვახტანგ VI და სხვები]. თანამედროვე ქართულ პოეზიაში პალინდრომის ნიმუშია:
აი, რა მზის სიზმარია,
აირევი, ივერია...
აი, დროშა, აშორდია,
აერების სიბერეა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 653.