ონანა მდივანი

ქართველი პოეტი

ონანა მდივანი (ნამდვილი სახელი და გვარი ონანა გიორგის ძე ქობულაშვილი) (დ. 1757/1758 — გ. 1728, მოსკოვი) — ქართველი პოეტი, მდივან-მწიგნობარი ერეკლე I-ისა და მისი შვილების კარზე.

ონანა მდივანი
დაბადების თარიღი 1657 ან 1658
გარდაცვალების თარიღი 1728
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
საქმიანობა პოეტი

აქტიურად მონაწილეობდა ვახტანგ VI-ის თაოსნობით გაჩაღებულ კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობაში. 1724 წელს ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში. ასტრახანში გალექსა პოემა „ბარამგულიჯანიანი“, დაწერა ანბანთქებანი, რომლებშიც გადმოსცემდა ეკლესიურ-სარწმუნოებრივ მოტივებს, სატრფიალო განწყობილებებს, XVIII საუკუნის ქართველ ემიგრანტთათვის დამახასიათებელ შეხედულებებს წუთისოფლის დაუნდობლობაზე.

ონანა მდივანმა გადმოიღო ვახტანგ VI-ის მიერ პროზაულად თარგმნილი „ქილილა და დამანას“ პოეტური ფრაგმენტები. 1726-იდან მოსკოვში ცხოვრობდა.

ლიტერატურა

რედაქტირება