პავლე ვასილის ძე დოგუზოვი (დ. 1 სექტემბერი, 1920, ქ. ხარბინი, ჩინეთი, — გ. ?) — ოსი ისტორიკოსი, პედაგოგი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. მხატვარ გიორგი დოგუზოვის ძმა.

პავლე დოგუზოვი
დაბადების თარიღი 1 სექტემბერი, 1920
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო

დაიბადა რკინგიზის მოსამსახურის ოჯახში ხარბინში. 1934 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში, ქალაქ ცხინვალში). მამამისი დახვრიტეს 1938 წლის რეპრესიების დროს. დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1945), შემდეგ მუშაობდა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (ქ. ცხინვალი), 1961-1974 წლებში იყო მისი რექტორი, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მისი ნაშრომები ძირითადად ეძღვნება ყოფ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლშევიკური მოძრაობის და საბჭოთა რეჟიმის დამყარების ისტორიას.

1990-1991 წლებში არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად (ბლოკი „საქართველოს კომუნისტური პარტია“, პარტიული სიით). ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1990-იანი წლებიდან ცხოვრობდა ჩრდილოეთ ოსეთში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება