გიორგი ვასილის ძე დოგუზოვი (ოს. Дыгъуызти Васили фырт Георги; დ. 8 ოქტომბერი, 1923, ქ. ხარბინი, ჩინეთი, — გ. 1 ივლისი, 1990, მოსკოვი) — ოსი ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). ისტორიკოს პავლე დოგუზოვის ძმა.

დაიბადა რკინგიზის მოსამსახურის ოჯახში ხარბინში. 1934 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში, ქალაქ ცხინვალში). მამამისი დახვრიტეს 1938 წ. რეპრესიების დროს. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1953). მის ნამუშევრებში ძირითადად ასახულია ოსების ყოფა-ცხოვრება, საქართველოს ბუნების პეიზაჟები [„ძველი ცხინვალი“ (1965), პოეტ კოსტა ხეთაგუროვის პორტრეტი (1966), „გაზაფხული მთებში“, „ძველი ხიდი“ (ორივე 1969), „გუფთის ხეობა“ (1970), სერია „ოსური პეიზაჟები“ (1958-1971) და სხვ.] მონაწილეობდა საქართველოს მხატვართა ჯგუფურ გამოფენებში, იყო საქართველოს მხატვართა კავშირის პრეზიდიუმის წევრი.

ლიტერატურა

რედაქტირება