პავლე ბიული
პავლე იაკობის ძე ბიული, პაულ ბილ, (გერმ. Paul Bühl; დ. 1878 — გ. 1938) — საქართველოს პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეთნიკური გერმანელი.
პავლე ბიული | |
---|---|
გერმ. Paul Bűhl | |
დაბადების თარიღი | 1878 |
დაბადების ადგილი | ასურეთი (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი) |
გარდაცვალების თარიღი | 20 აპრილი, 1938 |
ბიული დაიბადა ტფილისის მაზრის დაბა ელიზაბეტალში (ახლანდელი ასურეთი), გერმანელი კოლონისტი ხელოსნის ოჯახში. სწავლობდა ბესარაბიის გუბერნიის სარატოვ-ვერნერის სასწავლებელში. 1897 წლიდან მუშაობდა ელიზაბეტალის გერმანულ სკოლაში სახალხო მასწავლებლად. შემდეგ შეუერთდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. 1918 წელს მის სახლში განთავსებული იყო საქართველოში მყოფი გერმანული ჯარების ერთ-ერთი რაზმის შტაბი. აქტიურად მუშაობდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის გავრცელებისთვის გერმანელ კოლონისტთა შორის და ბორჩალოს მაზრაში. 1919 წელს არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო აგრარული, სახალხო განათლებისა და საბიბლიოთეკო კომისიების წევრი. საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, 1923-1924 წლებში ბიული დაპატიმრებული იყო ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით. შემდეგ ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში. 1937 წელს კვლავ დააპატიმრეს და 1938 წლის 20 აპრილს დახვრიტეს.
წყაროები
რედაქტირება- ხვადაგიანი, ირაკლი (2017-05-01), 19 წელი ორ ხელმოწერას შორის დაარქივებული 2019-04-03 საიტზე Wayback Machine. . ქართულ-გერმანული არქივი.