ტფილისის მაზრა

(გადამისამართდა გვერდიდან თბილისის მაზრა)

ტფილისის მაზრა1804-1918 წლებში რუსეთის იმპერიის; 1918-1921 წლებში — დამოუკიდებელი საქართველოს; 1921-1930 წლებში — საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ტფილისი.

თფილისის მაზრის 1843 წლის გერბი
თბილისის მაზრის ეთნიკური რუკა, 1880 წ.
თბილისის მაზრის ეთნიკური რუკა, 1902 წ.

ტფილისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი (1864-იდან). შეიქმნა 1804, როდესაც გაუქმებულ ლორის მაზრას ტფილისის მაზრა ეწოდა. მოიცავდა ისტორიულ ქვემო ქართლის ტერიტორიას. მის შემადგენლობაში შედიოდა: ბამბაკის, ბორჩალოს, ყაზახის, შამშადილისა და შურაგელის დისტანციები. 1840 წელს ეს დისტანციები (გარდა ბორჩალოს დისტანცია) ახალშექმნილი ელიზავეტოპოლის მაზრის შემადგენლობაში შევიდა. 1841 წელს შეუერთდა დუშეთის მაზრის, საქართველოს სამხედრო გზაზე არსებული მიწები, თრიალეთისა და ბორჩალოს დისტანციის მიწები[კ 1]. 1867 წელს ტფილისის მაზრას ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულად გამოეყო დუშეთის უბანი და შეიქმნა დუშეთის მაზრა. შემდგომში ტფილისის მაზრას კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — ბორჩალოს მაზრა გამოეყო. ტფილისის მაზრა გაუქმდა 1930 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1. §7. Тифлисъ, губернский городъ съ его уездомъ, составляющимся изъ нынешняго уезда Тифлискаго, съ присоединениемъ части уезда Душетскаго, Горских народов по военно-Грузинской дороге, земли Триалеты и части Борчалинской дистанции