პაატა ნასყიდას ძე დათუაშვილი (დ. 5 აგვისტო, 1954, ყვარელი, — გ. 25 იანვარი, 1995, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში) — ქართველი გენერალ-მაიორი (1992).

დაამთავრა თბილისის უმაღლესი სამხედრო–საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი (1975), მოსკოვის მ. კალინინის სახელობის სამხედრო–საარტილერიო აკადემია (1988). 1975–1985 წლებში საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა ბელორუსიის სამხედრო ოლქში, გერმანიაში საბჭოთა ჯარების ჯგუფში, თურქმენეთის სამხედრო ოლქში, ავღანეთში. 1988–1990 ბაიკალისპირეთის სამხედრო ოლქში მეთაურობდა რეაქტიულ დივიზიონს. 1990-იანი წლების დასაწყისში მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღების ჩამოყალიბების პროცესში. 1991 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის არტილერიის უფროსად. 1992 წლიდან იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, 1992–1993 წლებში — მე-2 მექანიზებული კორპუსის მეთაური. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. 1993–1994 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის გენშტაბის აკადემიაში. დაიღუპა იქვე ტერორისტული აქტის დროს (ამავე თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1993).

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება