ოხურეი
მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
(გადამისამართდა გვერდიდან ოხურეი (მდინარე))
ოხურეი — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 215 მ-ზე. ანარიის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 23,7 კმ, აუზის ფართობი 67,4 კმ². საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალმცირეა ზაფხულში. ახასიათებს წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,43 მ³/წმ.
ოხურეი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
სათავე |
კოდორის ქედი 42°48′27″ ჩ. გ. 41°39′25″ ა. გ. / 42.807500° ჩ. გ. 41.657028° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 215 მ |
შესართავი |
ანარია 42°40′37″ ჩ. გ. 41°32′12″ ა. გ. / 42.677194° ჩ. გ. 41.536667° ა. გ. |
სიგრძე | 23,7 კმ |
აუზის ფართობი | 67,4 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2,43 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 626.