ოძისი (ნასოფლარი)
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ოძისი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს სამხრეთით, მეფრინველეობის ფერმიდან 800 მ-ზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
სოფელი გაშენებული ყოფილა ტერასაზე. მრავალ ადგილას ჩანს რიყის ქვით კირის ხსნარზე ნაგებ შენობათა საძირკვლის ნაშთები. უხვად იპოვება თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები (მ. შ. შავად გამომწვარიც). ნასახლარის ნაწილი იხვნება, რის გამოც ზიანდება კულტურული ფენები. ერთ-ერთი ფენის ჭრილში ჩანს ქვაყრილი, სავარაუდოა, ბრინჯაოს ხანის სამაროვანი. ლეკების შემოსევების დროს მოსახლეობა აქედან აყრილა და გადასახლებულა ქსნის ხეობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 181.