ოძრხეს ხიდი

(გადამისამართდა გვერდიდან ოცხეს ხიდი)

ოძრხეს ხიდიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. ხიდი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში კურორტ აბასთუმანში, მდინარეების, ოცხესა და კურცხანას შეერთების ადგილზე, მდინარე ოძრხეს ქვის ხიდი კვეთს.

ხიდი აგებულია კლდის ფლეთილი ქვით, კირის დუღაბზე, ზოგიერთი მათგანი დამუშავებულია. მდინარის ორივე ნაპირზე ამოყვანილია ქვის ჯებირები და ხიდის საყრდენი პლატფორმა. ხიდის სიგანე დაახლოებით 1,5-2 მეტრია. სიგრძე 6-7 მეტრია. ხიდი სამანქანო გზიდან 2-3 მეტრით დაბლა მდებარეობს, მდინარის ხეობაში. სავარაუდოდ აღნიშნული ხიდით გადადიოდნენ ხერთვისში ტყეში არსებულ მონასტერში, რომელიც დღესდღეობით დანგრეულია.

სახელწოდება „ოძრხე“ შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქართული ეთნიკური გაერთიანების ვიძერუხ-ვიტერუხის სახელთან. ძვ. ქართული ტრადიციის თანახმად, ოძრხე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ყოფილა. დაუარსებია ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს — ოძრხოსს.

ოძრხეს ხიდი IX‐XI საუკუნეებს მიეკუთვნება. მისი არქიტექტურა განსაკუთრებულია. იგი თაღოვანი ფორმით ძალიან ჰგავს იმ ხიდებს, რომლებიც მრავლად გვხვდება აჭარაში და თამარის სახელს ატარებს.

ხიდის არსებობის შესახებ, XIX საუკუნეში გაზეთ „დროებაშიც“ წერდნენ:

 
„მდინარე ოძრხეს ორივე ნაპირზე გაფანტულია მრავალი ქვიტკირის ნასახლარები, რომელთა შორის შესანიშნავია მდინარის მარცხენა სანაპიროს ის ადგილი, სადაც 1878 წელს გზის გაყვანის დროს ბერძნებმა ქვიტკირის კედელი ააფეთქეს და ერთი ფრიად შესანიშნავი და საინტერესო სასაფლაო აღმოაჩინეს... ნასახლარები აქ მდინარის მხარმარჯვნივ უფრო მეტია, რადგან ვაკე ადგილიც მეტი ჰქონია. ამ ნაქალაქარის ორთავე ნაწილები, ორი თაღიანი კარი მაგარი ქვიტკირის ხიდით ყოფილან შეერთებული. ხიდს ახლაც ხმარობენ[1].“

ოძრხეს ხიდი 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

IX-X საუკუნეებში მას „ოძრხედ” მოიხსენიებენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა „ოცხე”, XIX საუკუნიდან — „აბასთუმანი”. დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან. აბასთუმანი სამთო-კლიმატური კურორტია (ზღვის დონიდან 1340 მ). XIX ს-ის 70-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა კურორტის მშენებლობას. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჭილაშვილი ლ., ქალაქები ფეოდალურ საქართველოში, ტ.1., თბ., 1968.
  • ოძრხე, ოძრახე - დ.ბერძენიშვილი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VII. - თბ., 1984. - გვ.625

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6518