ოჩაკივი, ოჩაკოვი (უკრ. Очаків) — უკრაინის მიკოლაივის ოლქის ქალაქი, ოჩაკივის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე.

ქალაქი
ოჩაკივი
Очаків
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი მიკოლაივი
კოორდინატები 46°37′07″ ჩ. გ. 31°32′21″ ა. გ. / 46.61861° ჩ. გ. 31.53917° ა. გ. / 46.61861; 31.53917
დაარსდა 1492
ფართობი 12.49 კმ²
ცენტრის სიმაღლე 37 მეტრი
მოსახლეობა 14553[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+2
საფოსტო ინდექსი 57500–57014
ოფიციალური საიტი http://ochakiv-rada.gov.ua/
ოჩაკივი — უკრაინა
ოჩაკივი

მდებარეობა

რედაქტირება

მისი კოორდინატებია: 46°37’00’’ - განედი 31°33’00’’ გრძედი -/46.616667° განედი 31.55° გრძედი.(G) მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე დნეპრის შესართავში. საზღვაო პორტი დნეპრო-ბუგის ლიმანზე, წარმოადგენს ნიკოლაევის საზღვაო სავაჭრო პორტის საპორტო პუნქტს.

ოჩაკივის ტერიტორიაზე მდებარეობდა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო ოლვია. დაარსდა ძვ. წ. VI საუკუნეში მილეტელების მიერ და იარსება ახ. წ. V საუკუნემდე. გარშემორტყმული იყო ქვის ძლიერი კედლით, მაღალი კოშკებით და კარიბჭეებით.

 
სუდკოვსკის სახ. მუზეუმი
  • ოჩაკოვი დაარსებულია 1492 წელს ყირიმის ხანის მენგლის І გირეის მიერ ლიტვური ციხე-სიმაგრის „დაშევის“ ადგილზე და იწოდებოდა კარა კერმანი.
  • 1493 წელს ჩერკასელმა კაზაკებმა ბოგდან თეოდორეს ძე გლინსკის მეთაურობით ხელში ჩაიგდეს ყირიმელი თათრების მიერ ახალ აშენებული ციხე - ოჩაკივი.
  • 1526 წელს ციხე გადავიდა ოსმალების მფლობელობაში (სილისტრია) და იწოდებოდა Özi (აჩი-ყალე).
  • 1737 წელს რუსეთის იმპერიის არმიამ ალყაში მოაქცია ქალაქი ოჩაკოვი, ის განიხილებოდა როგორც მთავარი ფორპოსტი ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთში. ოჩაკოვი აღებული იქნა მარშალ ქრისტეფორე მინიხომის მიერ, მაგრამ 1 წლის შემდეგ დასტოვეს და თურქეთს გადაეცა.

ოჩაკოვის მეორე ალყა 1788 წელს. ამ დროისთვის ქალაქის გარნიზონის რაოდენობა 20 ათასს შეადგენდა და იყო 300 ზარბაზანი. ქალაქის დასასავლეთით მდებარეობდა გასან-ფაშის ციხე. 2 დღიანი ბრძოლების შემდეგ 1788 წლის 17-18 ივნისს ოჩაკივი რუსეთის ფლოტილიის ხომალდებისა და სუვოროვის სახმელეთო ბატარეების მიერ იქნა ჩაძირული სამი 64 ზარბაზნიანი ხომალდი, ორი 40 ზარბაზნიანი და სამი 32 ზარბაზნიანი ფრეგატი, 5 პატარა გემი. ხელში ჩაიგდეს ერთი ხომალდი (გადარქმეულ იქნა „ლეონტი წამებული“, მონაწილეობდა კალიაკრიის ბრძოლაში 1791 წელს). ტყვედ იქნა აყვანილი 1673 ადამიანი. თურქებმა დაკარგეს 5 ათასზე მეტი ადამიანი. რუსებმა დაჰკარგეს: 2 ოფიცერი 16 დაბალი ჩინის გარდაცვლილნი და 10 ოფიცერი და 57 დაბალი ჩინის დაჭრილებით. თურქული ესკადრის განადგურების შემდეგ ოჩაკივი შტურმით იქნა აღებული პოტიომკინი ს ჯარის მიერ.

  • 1792 წლიდან ოჩაკივი გახდა რუსული ციხე-სიმაგრე.
  • 1855 წელს ოჩაკივი ინგლისურ-ფრანგული ჯარებით იქნა აღებული, თუმცა შემდეგ ისევ რუსეთს დაუბრუნდა.

საბჭოთა პერიოდში ქალაქში მდებარეობდა სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-სავერტმფრენო ბაზები.

  • 1991 წლიდან - უკრაინული ქალაქი, კურორტი და სამხედრო-საზღვაო ბაზა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: