დნეპრო-ბუგის ლიმანი
დნეპრო-ბუგის ლიმანი (უკრ. Дніпровсько-Бузький лиман);— ღია მტკნარი ლიმანი შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, უკრაინის ხერსონის და მიკოლაევის ოლქების ტერიტორიაზე. მთავარი პორტი ლიმანზე არის ოჩაკოვი. შედგება სუბგანედის მიმართულებით გაჭიმული დნეპრის ლიმანისა (სიგრძე — 55 კმ., სიგანე — 17 კმ.) და სუბმერიდიანული მიმართულებით გაჭიმული შედარებით ვიწრო 5-11 კმ. სიგანის, 47კმ — სიგრძის და 6-7 მ-ის — სიღრმის max-12 მ. სამხრეთ ბუგის ლიმანი.
დნეპრო-ბუგის ლიმანი წარმოიქმნა დნეპრისა და სამხრეთი ბუგის ქვედა წელზე შავი ზღვის წყლების ტრანსგრესიის (ტრანსგრესია- ზღვის შეტევა მიწაზე დედამიწის ქერქის დაწევის დროს) ლიმანი შავ ზღვასთან ერთდება სრუტის (3,6 კმ. სიფართის) მეშვეობით. რომელიც მდებარეობს ოჩაკოვის კონცხსა და კინბურნის ნახევარკუნძულს შორის. მისი სამხრეთი სანაპირო დაბალი და ქვიშიანია ხოლო, ჩრდილოეთ სანაპირო უმეტესწილად მაღალი (20-35 მ.) ჩამოშლილია და შედგება თიხამიწა ნიადაგისაგან. მიახლოებით 25-30% დნეპრისა და ს. ბუგის წყლებისა გამოიყენება სარწყავად და წყალმომარაგებაში, რაც იწვევს წყალში მარილის შემცველობის მომატებას რაც ცუდად მოქმედებს ფლორასა და ფაუნაზე. დნეპრო-ბუგის ლიმანს აქვს ძალიან დიდი სატრანსპორტო მნიშვნელობა, ამ ლიმანზე აქვთ გამოსასვლელი მიკოლაევისა და ხერსონის საზღვაო პორტებს და ასევე დნეპრის სამდინარო პორტებსაც. ლიმანზე განვითარებულია თევზის მრეწველობა და რეკრეაციული რაიონები.