ოშოშა
(გადამისამართდა გვერდიდან ოშიში)
ოშოშა, ოშიში (Glechoma) — მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია. გრძელი, გართხმული ღეროები და იისფერი ყვევილები აქვთ.
ოშოშა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Glechoma hederacea | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Glechoma | ||||||||||||
|
გვარში სულ 10-12 სახეობაა, რომელიც გავრცელებულია ევრაზიაში. საქართველოში მხოლოდ 1 სახეობაა — Glechoma hederacea. ხარობს ტენიან ადგილებში, ბუჩქნარებში, ტყის პირებზე, როგორც სარეველა — ბოსტნებსა და ბაღებში, მთის ქვედა და შუა სარტყელში.
კარგი თაფლოვანი მცენარეა. შეიცავს ეთეროვან ზეთებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს. ნორჩი ყლორტები იჭმება. ძველად ხალხურ მედიცინაში იყენებდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 621, თბ., 1984