ოქტოიხოსი (ბერძნ. oktoechos — რვა ხმა), 8 ხმაზე გაწყობილი (ყოველ კვირას — თითო ხმა) კვირა დღის საგალობელთა ბერძნული კრებული (სადა დღის საგალობელთა კრებულია პარაკლიტონი). ცნობილია VIII საუკუნიდან, მისი ჩამოყალიბება უკავშირდება იოანე დამასკელის სახელს. ოქტოიხოსის საგალობლები ქართულად X საუკუნეში უნდა იყოს თარგმნილი მიქაელ მოდრეკილის „იადგარში“ (978-988).

ლიტერატურა რედაქტირება

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • მისივე, Литургические грузинские памятники в отечественных книгохранилищах и их научное значение, Тфл., 1908;
  • ჯღამაია ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 617, თბ., 1984