პარაკლიტონი — 8 ხმაზე გაწყობილი სადა დღეების (ორშაბათი-შაბათი) საგალობელთა კრებული. ეს საგალობლები ბერძნულიდან ქართულად X საუკუნეში უნდა იყოს თარგმნილი, XI საუკუნის დასაწყისში კი ჩამოყალიბდა პარაკლიტონის კრებულებიც. ცნობილია პარაკლიტონის 2 ძველი რედაქცია: იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მაშენებლის გიორგი-პროხორესი (ხელნაწერთა ინსტიტუტი, Ier-48) და გიორგი მთაწმიდლისა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-93), რომელიც უთარგმნია ვრცელი რედაქცია. ქართულ სინამდვილეში, ბერძნულის მსგავსად, კვირეულის საგალობლები ორ წიგნად იყო გაყოფილი. მაგრამ, ბერძნულისაგან განსხვავებით, პირველ წიგნში მოთავსებული იყო 4 ძირითადი (ავთენტური) Xმის მასალა, მეორეში კი — დამხმარე (პლაგალური) ხმებისა. ორივე წიგნი გაერთიანებული იყო და მას ერთი სახელი — პარაკლიტონი ერქვა. სინური წარმომავლობის ქართულ ხელნაწერთა ანდერძებში ამ ტიპის საგალობელთა კრებული ოქტოიხოსის სახელითაა მოხსენიებული (ხელნაწერთა ინსტიტუტი, sin-3 - XI საუკუნე).

XVIII საუკუნეში ანტონ I კათალიკოსმა გიორგი მთაწმიდისეული პარაკლიტონი შეასწორა იმდროინდელი ბერძნულ-სლავურ პარაკლიტონთა მიხედვით და მისი ახალი, მესამე რედაქცია შექმნა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • მისივე, Литургические памятники в отчественных книгохранилищах и их научное значение, Тфл., 1908;
  • მისივე, Иерусалимский Кановарь VII века, Тфл., 1912;