ოქროპირ გოგიბერიძე

ოქროპირ გოგიბერიძე (დ. 3 სექტემბერი, 1927, ხაშური — გ. 2004) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1951–1956 წლებში იყო მოსკოვის სამხედრო ოლქის სამხედრო ექიმი. 1961–1965 წლებში თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოს გასტროენტეროლოგიური განყოფილების გამგე. 1965–1980 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი. 1976–1985 წლებში ინტერნატურისა და სასწავლო პრაქტიკების დეკანი. 1980 წლიდან ენდოკრინოლოგიის კათედრის გამგე. ავტორია 71 სამეცნიერო ნაშრომის. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი (1982). თერაპევტ–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პანკრეასის ფუნქციური მდგომარეობა წყლულოვანი დაავადების დროს“, დაიცვა 1965 წელს.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1999 — ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ჰიპერტონული დაავადება, მისი პროფილაქტიკა და მკურნალობა, თბილისი, 1973, გვ. 32

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 72
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2002, გვ. 107

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება