ოფრეთის ციხე
ოფრეთის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სომხეთში[1], საქართველოს ისტორიულ მხარე ქვემო ქართლში, შულავერის ხეობის ზემო წელზე, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ოფრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ჯილიზას აღმოსავლეთით.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია X საუკუნეში. ოფრეთის ციხე მდებარეობდა 4 ხეობის გზასაყარზე, რომელიც მგლისკარის უღელტეხილით ტაშირში, გადადიოდა. მატიანის ცნობით, V საუკუნეში ქართლის პიტიახშ ვარსქენს ოფრეთის ციხეში ჰყავდა დაპატიმრებული თავისი მეუღლე შუშანიკი. ოფრეთის ციხე ადრინდელი ფეოდალური ხანის ნაგებობაა, რომელიც შემოზღუდულია ფართო კედლებით, დაყოლებული აქვს მრგვალი კოშკები. ზღუდის შიგნით სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთებია, აქვეა მცირე ეკლესია ნალისებური აფსიდით. ციხე ნაგებია საშუალო ზომის კვადრებით. ეს არის დიდი ფეოდალის ტიპური რეზიდენცია. აქვეა ნასოფლარი. ამჟამად ციხე სომხეთის საზღვრებშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 608.
- ბერძენიშვილი დ., ციხეთა შესწავლის ზოგიერთი საკითხი „ძეგლის მეგობარი“, 1968, № 14
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8136
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი, ტ. XVII, თბილისი: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, 2015. — გვ. 11.