ოტონი (საბერძნეთი)
ოტონი (ბერძ. Όθων της Ελλάδας; დ. 1 ივნისი 1815, ზალცბურგი — გ. 26 ივლისი 1867, ბამბერგი) — საბერძნეთის პირველი მეფე 1832–1862 წლებში ვიტელსბახების დინასტიიდან. ლუდვიგ I-ის მეორე ვაჟი. თავისი წინაპრის, ბავარიის ჰერცოგის, იოჰან II-ის შტოთი ის იყო ბიზანტიელი კომნენოსებისა და ლასკარიდების დინასტიების მემკვიდრე.
ოტონი | |
---|---|
Όθων της Ελλάδας | |
საბერძნეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 6 თებერვალი 1832 |
მმართ. დასასრული: | 23 მარტი 1862 |
წინამორბედი: | ტიტული შეიქმნა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1 ივნისი 1815 |
დაბ. ადგილი: | ზალცბურგი, ავსტრიის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 26 ივლისი 1867 |
გარდ. ადგილი: | ბამბერგი, ბავარიის სამეფო |
მეუღლე: | ამალია ოლდენბურგელი |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | ლუდვიგ I |
რელიგია: | მართლმადიდებლობა |
29 წლის მეფობის შემდეგ ის ჩამოაგდეს ტახტიდან. უკანასკნელი 5 წელი გაატარა დევნილობაში თავის სამშობლოში, ბავარიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- В. Водовозов Оттон I, греческий король // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: В 86 томах (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ოტონი (საბერძნეთი)“ ვიკისაწყობში.