ოსმანი (თევზი)
თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა
ოსმანი (ლათ. Diptychus) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. გვარში 3 სახეობაა. გავრცელებულია შუა და ცენტრალური აზიის მთის წყალსატევებში. დსთ-ს ქვეყნებში 2 სახეობაა: ქერცლიანი ოსმანი (Diptychus maculatus), რომლის სიგრძე 50 სმ, მასა — 1 კგ აღწევს. იკვებება მცენარეებით და უხერხემლო ცხოველებით. მისი ჯუჯა ფორმაა სევერცოვის მეჩხერქერცლიანი ოსმანი, რომლის სიგრძე 25 სმ, მასა 200 გ აღწევს. შიშველი ოსმანის (Diptychus dybowskii) სიგრძეა დაახლოებით 60 სმ, მასა 3 კგ-მდე. მისი ქვირითი შხამიანია. ისიქ-ქოლის ტბაში რეწვის ობიექტია. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს და გამხმარს. სააკლიმატიზაციო ობიექტია.
ოსმანი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Diptychus maculatus | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Diptychus | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 595.