ორჰუსის კონვენცია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ, ასევე ცნობილი, როგორც ორჰუსის კონვენცია ― კონვენცია, რომელსაც 1998 წლის 25 ივნისს მოეწერა ხელი დანიის ქალაქ ორჰუსში. კონვენცია ძალაში შევიდა 2001 წლის 30 ოქტომბერს. 2017 წლის 16 ოქტომბრის მონაცემებით, კონვენციას 47 მხარე ჰყავს: 46 სახელმწიფო და ევროპის კავშირი.[1] კონვენცია რატიფიცირებულია ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მიერ. ევროპის კავშირმა ორჰუსის ტიპის პრინციპების დანერგვა საკანონმდებლო დონეზე დაიწყო, რომელთა შორის ყველაზე მეტად ცნობილი „Water Framework Directive“. ლიხტენშტაინსა და მონაკოს კონვენციაზე ხელი მოწერილი აქვთ, თუმცა რატიფიცირებული ― არა.

შინაარსი

რედაქტირება

ორჰუსის კონვენცია მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებაა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეთა მიერ გარემოსდაცვით ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობები იზრდება და გამჭვირვალობისა და სანდრო რეგულირების პროცედურა დაცულია.[2][3] ორჰუსის კონვენცია უფლებებზე დაფუძნებული მიდგომით ხასიათდება: საზოგადოებას, როგორც დღევანდელ, ისე მომავლა თაობებს, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება აქვს.

სამი სვეტი

რედაქტირება
  1. ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომა: ყოველ მოქალაქეს გარემოსდაცვით ინფორმაციაზე მარტივი და ფართო წვდომის უფლება უნდა ჰქონდეს. საჯარო სექტორმა უნდა შეაგროვოს და გაავრცელოს მოთხოვნილი ინფორმაცია დროულად და გამჭვირვალედ. ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშია დაშვებული (მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოებისთვის).[4][5]
  2. საზოგადოებრივი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში: საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს შესაბამისი პროექტების შესახებ და გადაწყვეტილების მიღებისა და საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ხალხის ცოდნისა და ექსპერტიზის გამოყენება შეუძლიათ, რაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა.[6][7]
  3. სამართლიანობის უფლება: მხარის მიერ გარემოსდაცვითი კანონისა და კონვენციის პრინციპების დარღვევის შემთხვევაში საზოგადოებას სასამართლოსა და სხვა პროცედურების მეშვეობით სამართლიანობის მიღების უფლება აქვს.[7][8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. United Nations Treaty Collection. ციტირების თარიღი: 18 August 2017
  2. Aarti, Gupta (2008). „Transparency under scrutiny: Information disclosure in Global Environmental Governance“. Global Environmental Politics. 8 (2): 1–7. doi:10.1162/glep.2008.8.2.1. S2CID 53999669.
  3. Rodenhoff, Vera (2003). „The Aarhus convention and its implications for the 'Institutions' of the European Community“. Review of European Community and International Environmental Law. 11 (3): 343–357. doi:10.1111/1467-9388.00332.
  4. Rodenhoff, 2003, p.345
  5. UNECE (2006). Your right to a healthy environment: a simplified guide to the Aarhus convention on access to information, public participation in decision making and access to justice in environmental matters. New York: Geneva:United Nations. 
  6. Rodenhoff, 2003, p.346
  7. 7.0 7.1 UNECE, 2006
  8. Rodehoff, 2003, p.348