ორმაგად შესახსრებული ავტობუსი
ორმაგად შესახსრებული ავტობუსი — სამი სექციისგან შემდგარი, გაზრდილი ტევადობის ავტობუსი ან ტროლეიბუსი. ამ სახის ტრანსპორტი გამოიყენება საგანგებოდ ავტობუსების ჩქაროსნულ სისტემებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ხალხის გადასაყვანად, სამანქანო მოძრაობისგან ცალკე გამოყოფილი ზოლის მეშვეობით.[1]
ორმაგად შესახსრებული ავტობუსი არის 24 მეტრზე გრძელი, მგზავრების ჩასხდომისთვის აქვს 4 ან 5 წყვილი კარი და შეუძლია გადაიყვანოს 230–270 კაცამდე.[1] დიდი გაბარიტიდან გამომდინარე, მისი მანევრირება რთულია, ამიტომ მოძრაობისთვის იგი საჭიროებს ფართო, მკვეთრი მოსახვევებისგან თავისუფალ, ცალკე გამოყოფილ გზას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით. სწორედ ამიტომ, მას როგორც წესი, ავტობუსების ჩქაროსნულ სისტემებში იყენებენ მრავალზოლიან, მაღალი მგზავრბრუნვის მაგისტრალურ გზებზე, დიდი რაოდენობის ხალხის, უფრო ეფექტიანად ტრანსპორტირებისთვის.[2][3]
ამგვარი ავტობუსით სარგებლობის უპირატესობა, ჩვეულებრივი ზომის ავტობუსთან შედარებით ისაა, რომ ერთბაშად მეტი ადამიანის ჩასხდომაა შესაძლებელი, რაც საგრძნობლად ამცირებს ტრანსპორტის შეყოვნების დროს გაჩერებებზე. აგრეთვე, რაც უფრო ტევადია სატრანსპორტო საშუალება, მით უფრო ნაკლები რაოდენობის გამოყვანაა საჭირო, არსებული მგზავრბრუნვის დასაკმაყოფილებლად. ეს კი თავისმხრივ ამცირებს დანახარჯებს დამატებითი ერთეულებისთვის მძღოლების დაქირავებაზე, ტექნიკურ მომსახურებაზე და ა. შ. მისი ნაკლოვანებაა, გაზრდილი დრო აჩქარებისას და დამუხრუჭებისას, დიდი ფართობის აუცილებლობა სამოძრაოდ და მიხვეულ-მოხვეულ გზებზე, გართულებული მანევრირება.[1][4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Suzuki, Hiroaki; Dastur, Arish; Moffatt, Sebastian; Yabuki, Nanae (2010-05-01). Eco2 cities — ecological cities as economic cities (ინგლისური), გვ. 174. ISBN 978-0-8213-8046-8. ციტირების თარიღი: 2019-08-21.
- ↑ Hidalgo, Darío (2012-11-24). BRT and BHLS around the world: Explosive growth, large positive impacts and many issues outstanding (ინგლისური), გვ. 7. ციტირების თარიღი: 2019-08-21. დაარქივებული 2019-08-21 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Giuliano, Genevieve (2003-04-24). TCRP Report 90 – Bus Rapid Transit, Volume 1: Case Studies in Bus Rapid Transit (ინგლისური), გვ. 21. ციტირების თარიღი: 2019-08-21.
- ↑ „Journal of Public Transportation“. Center for Urban Transportation Research. 2011. ISSN 1077-291X. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-21. ციტირების თარიღი: 2019-08-19. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)