ორთვალას მღვიმექვის ხანის კომპლექსური ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში.

ორთვალა მღვიმე გახნსილია სამხრეთ-დასავლეთისკენ, ნათელი და მშრალია. შესასვლელში მისი სიგანე 4 მეტრია, ხოლო სიმაღლე 2 მეტრი. შესასვლელიდან 8 მეტრის დაშორებით იგი ორ დერეფნად იყოფა. მარჯვენა დერეფნის სიგანე 3,5 მეტრია, სიმაღლე 1,5 მეტრი, სიღრმე კი რამდენიმე ათეული მეტრი. მარცხენა დერეფანი პატარაა და ვიწრო. ორთვალა მღვიმე 1975-1976 და 1980-1981 წლებში გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წყალწითელას ხეობის პალეოლითურმა ექსპედიციამ. გამოვლინდა ლითოლოგიურად განსხვავებული 4 დანალექი შრე. ამათგან მუსტიეს ხანის ნაშთებს შეიცავდა ზემოდან მე-3 შრე, რომელიც ოთხი კულტურული ფენისგან შედგებოდა. გამოვლენილია ცხოველის ძვლების ნაშთები და ქვის იარაღები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24638