ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ორესტ ხვოლსონი (რუს. Оре́ст Хво́льсон; დ. 4 დეკემბერი, 1852, პეტერბურგი — გ. 11 მაისი, 1934, ლენინგრადი) — რუსი ფიზიკოსი.

ორესტ ხვოლსონი
დაბ. თარიღი 22 ნოემბერი (4 დეკემბერი), 1852
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
გარდ. თარიღი 11 მაისი, 1934(1934-05-11)[1] [2] (81 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
დასაფლავებულია სმოლენსკის მართლმადიდებლური სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ფიზიკოსი, ასტროფიზიკოსი და მეტეოროლოგი
მუშაობის ადგილი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი[3]
განთქმული მოსწავლეები Mikhail Shatalen[3]
მამა Daniel Chwolson
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი და შრომის გმირი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ორესტ ხვოლსონი დაიბადა 1852 წლის 4 დეკემბერს პეტერბურგში. საშუალო და უმაღლესი განათლება მან პეტერბურგში მიიღორესტ 1873 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკური განყოფილება. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ორესტ ხვოლსონმა ოქროს მედალი მიიღო შრომაში „შემხები ზედაპირის შეძალო სიჩქარეებისა და წონასწორობის პირობების შესახებ“. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ხვოლსონი ერთი წლით გაგზავნეს ლაიფციგში (გერმანია). 1874 წლიდან იწყება ხვოლსონის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა რუსეთში. 1876 წელს მან დაიცვა სამაგისტრო, ხოლო 1880 წელს — სადოქტორო დისერტაცია.

1874 წლიდან გარდაცვალებამდე ხვოლსონი დაუღალავად მუშაობდა ლენინგრადის უნივერსიტეტში, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში, ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში და სხვა. 1920 წელს კი იგი აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად.

ორესტ ხვოლსონი ფიზიკის ისტორიაში შევიდა თავისი სამეცნიერო კვლევითი და პედაგოგიური მუშობით. თვით ხვოლსონი თავის სამეცნიერო შრომათა რიცხვს 36-ით განსაზღვრავს. ეს შრომები ექსპერიმენტული ხასიათის გამოკვლევებსაც შეიცავს და თეორიულსაც. შრომების ნახევარი ელექტრობასა და მაგნიტიზმს ეხება. ოპტიკური ხასიათის შრომათა შორის აღსანიშნავია მისი გამოკვლევები სინათლის შინაგანი დიფუზიის შასახებ. ამ გამოკვლევების თეორიულ ნაწილში ორესტ ხვოლსონმა გამოიყენა ინტეგრალური განტოლებანი, რაც იმ დროს 1889 წელს დიდ სიახლეს წარმოიდგენდა, რადგან ინტეგრალურ განტოლებათა ზოგადი თეორია ჯერ ჩამოყალიბებული არ იყო.

არანაკლებ საინტერესოა ხვოლსონის ის შრომები, რომლებიც მზის გამოსხივების გაზომვებს ეხება. ხვოლსონის მიერ შექმნილი ორი ხელსაწყო — აქტინომეტრი და პირჰელიომეტრი დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა რუსეთის მეტეოროლოგიურ სადგურებს, როგორც საიმედო ხელსაწყოები „მზის მუდმივას“ გასაზომად. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარე ორესტ ხვოლსონის მოღვაწეობისა მდგომარეობს მის მიერ ექვსტომიანი ფიზიკის კურსის შექმნაში. 1896 წლიდან ხვოლსონი უმთავრესად ამ საქმეზე გადავიდა და უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებული ენერგია, სიყვარული, მოთმინება და საქმისადმი თავდადება გამოამჟღავნა. განსაკუთრებით დასაფასებელია ეს შრომა იმით, რო, ხვოლსონმა არც რუსეთში და არც უცხოეთში ფიზიკის ვრცელი კურსი ჯერ არ იყო დაწერილი, რის გამოც ხვოლსონს არავის მიბაძვა არ შეეძლორესტ ეს რომ ასეა, იქიდან ჩანს, რომ ხვოლსონის „ფიზიკის კურსი“ ითარგმნა და მრავალჯერ გამოიცა გერმანულად, ფრანგულად და ესპანურად.

ხვოლსონის სახელმძღვანელოები არსებითად ფიზიკურ ენციკლოპედიას წარმოადგენდა და ამიტომ მან უაღრესად დიდი როლი შეასრულა რუსი და საბჭოთა კავშირის სხვა ხალხების ფიზიკური აზროვნების განვითარებაში.

სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად ორესტ ხვოლსონი დიდ ორგანიზაციულ მუშაობასაც ეწეოდა. იგი აქტიური მონაწილე იყო სრულიად რუსეთის ფიზიკოსთა და ქიმიკოსთა ყრილობების მოწვევისა, რუს ბუნებისმეტყველთა და ექიმთა ყრილობების მოწვევისა და სხვა.

ხვოლსონის შრომებიდან ქართულ ენაზე ითარგმნა „თანამედროვე ფიზიკა“, რამაც ერთგვარი წვლილი შეიტანა ფიზიკის განვითარებაზე საქართველოში. ორესტ ხვოლსონი გარდაიცვალა 1934 წლის 11 მაისს ლენინგრადში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 316-319.
  • Chwolson, O (1924). „Über eine mögliche Form fiktiver Doppelsterne“. Astronomische Nachrichten. 221 (20): 329–330. Bibcode:1924AN....221..329C. doi:10.1002/asna.19242212003.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Хвольсон Орест Данилович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Mathematics Genealogy Project — 1997.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორესტ_ხვოლსონი“-დან