დავით ორბელიანი
(გადამისამართდა გვერდიდან ორბელიანი, დავით)
დავით რევაზის ძე ორბელიანი (გ. 1796) — საორბელოს უფროსი, ქართლის მეფის სახლთუხუცესი 1768-იდან, მეწინავე სადროშოს სარდალი 1772 წლიდან. ცოლად ჰყავდა ერეკლე II-ის ასული თამარი. თავი გამოიჩინა ასპინძის ბრძოლაში. მაგრამ შემდეგ განხეთქილება ჩამოვარდა ერეკლე II-სა და ორბელიანს შორია. ერთხანს ერეკლე II-მ სახლთუხუცესობაც ჩამოართვა. ორბელიანი ახლო მეგობარი იყო ბესიკისა, რომელმაც სიყვარულით აღსავსე ლექსები უძღვნა მას, ხოლო პოემაში "ასპინძისათვის" შეაქო ასპინძის ბრძოლაში მისი ვაჟკაცობა. დიპლომატიური მისიით რამდენიმეჯერ იყო სპარსეთში, საიდანაც ჩამოიტანა "ყარამანიანის" ხელნაწერი და 1762-1774 წლებში ქართულად თარგმნა. თხზავდა ლექსებსაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
- ჯამბურია გ., მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 1984.