ორას ბენედიქტ დე სოსიური

შვეიცარიელი გეოლოგი, ბოტანიკოსი და ალპინისტი

ორას ბენედიქტ დე სოსიური (ფრანგ. Horace-Bénédict de Saussure; დ. 17 თებერვალი, 1740 — გ. 22 იანვარი, 1799) — შვეიცარიელი გეოლოგი, ბოტანიკოსი და ალპინისტი. არისტოკრატი. გლაციოლოგიის ფუძემდებელი. ხშირად მიიჩნევა როგორც ალპინიზმის ფუძემდებელი. 1762-1786 წლებში ჟენევაში იყო ნატურფილოსოფიის პროფესორი. იგი პირველი ადამიანია, რომელმაც წარმატებით ააგო მზის ღუმელი.

ორას ბენედიქტ დე სოსიური
დაბ. თარიღი 17 თებერვალი, 1740(1740-02-17)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი Conches
გარდ. თარიღი 22 იანვარი, 1799(1799-01-22)[1] [2] [3] [4] [5] [7] [9] [10] (58 წლის)
გარდ. ადგილი ჟენევა[7]
დასაფლავებულია სამეფო სასაფლაო
მოქალაქეობა ჟენევის რესპუბლიკა
საფრანგეთი
საქმიანობა ფიზიკოსი[11] , მეტეოროლოგი, ბოტანიკოსი, ალპინისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკოსი და გეოლოგი
მუშაობის ადგილი ჟენევის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჟენევის უნივერსიტეტი
მამა ნიკოლა დე სოსიური
შვილ(ებ)ი ალბერტინ ნეკერ დე სოსიური, ნიკოლა თეოდორ დე სოსიური და ალფონს დე სოსიური
ნათესავ(ებ)ი Henri de Saussure[12] , Théodore de Saussure[12] , Horace de Saussure[13] , René de Saussure[13] , Léopold de Saussure[13] , ფერდინანდ დე სოსიური[13] , Raymond de Saussure და Jacques de Saussure
ჯილდოები სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი

დაიბადა ქალაქ ჟენევის სიახლოვეს. ადრეულ ასაკში ინტერესი გამოიჩინა ბოტანიკის მიმართ; ამ მიზნით მან ალპებში იმოგზაურა, ხოლო 1773 წლიდან დაიწყო ალპების გეოლოგიისა და ფიზიკის შესწავლა. გაარკვია ალპის მთების რელიეფის საკითხები და პირველმა გამოიკვლია მისი გეოლოგიური აგებულება. საფუძველი ჩაუყარა აღწერით გეოლოგიას, სახელდობრ: დეტალურად დაახასიათა ალპებში გავრცელებული ქანები და მათი განლაგების პირობები. ალპების მაგალითზე ო. ბ. სოსიურმა დაამტკიცა პეტრე პალასის მიერ გამოვლინებული კანონზომიერება მთიანი ქვეყნის ბირთვში ფენების ციცაბო განლაგებაზე. ტერმინი „გეოლოგია“ სამეცნიერო ნომენკლატურაში დაამკვიდრა ო. ბ. სოსიურმა თავის შრომაში „მოგზაურობა ალპებში“ (1779-1796), სადაც მოცემულია ალპებში ჩატარებული 30-წლიანი გეოლოგიური გამოკვლევა.

1783 წელს ო. ბ. სოსიურმა ააგო პირველი ჰიგრომეტრი — ჰაერის აბსოლუტური ან ფარდობითი ტენიანობის განმსაზღვრელი ხელსაწყო. სხვადასხვა დროს ასვლები განახორციელა მწვერვალებზე. აგრეთვე პირველმა ჩაატარა ლაბორატორიულ პირობებში ექსპერიმენტები გრანიტზე. მუშაობდა მეტეოროლოგიის, გლაციოლოგიისა და ბოტანიკის საკითხებზე. ო. ბ. სოსიურის სახელობისაა წვრილმარცვლოვანი მინერალის აგრეგატი — სოსიურიტი.

თხზულება

რედაქტირება
  • Voyages dans les Alpes, t. 1‒4, Gen. ‒ Neuchâtel, 1779‒96.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Белорусов В. В., О. Б. Соссюр ‒ первый исследователь строения Альп, «Природа», 1949, № 1.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 GeneaStar
  6. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  7. 7.0 7.1 7.2 www.accademiadellescienze.it
  8. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  9. 9.0 9.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
  10. 10.0 10.1 Base biographiqueBIU Santé.
  11. Deutsche Nationalbibliothek Record #118804790 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  12. 12.0 12.1 https://www2.unil.ch/elitessuisses/personne.php?id=69079
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 https://www2.unil.ch/elitessuisses/personne.php?id=61114