ოპტიმატის თემი
ოპტიმატები (ბერძ. Ὀπτιμάτοι, ლათ. Optimates, „საუკეთესო მამაკაცები“) — თავდაპირველად ჩამოყალიბდა როგორც ბიზანტიის იმპერიის სამხედრო დანაყოფი. VIII საუკუნის შუახანებში, სამხედრო დანაყოფი ჩამოქვეითდა და მათგან მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, სამხედრო თემი შეიქმნა. როგორც ადმინისტრაციული ერთეული, ოპტიმატონის თემი (ბერძნ. θέμα Ὀπτιμάτων) XIV საუკუნეში, ოსმალების შემოსევამდე არსებობდა.
ისტორია
რედაქტირებაოპტიმატები პირველად VI საუკუნეში, იმპერატორ ტიბერიუს II-ის მეშვეობით ჩამოყალიბდა[1]. იმპერატორ მავრიკიოსის მიხედვით, ოპტიმატები იყვნენ ელიტარული დანაყოფი, სავარაუდოდ გუთური წარმოშობის[2]. ოპტიმატების პოლკი წარმოადგენდა კავალერიულ კორპუსის, ათასიდან-ხუთიათასი კაცისგან შემდგარ, სარეზერვო დანაყოფს. მათი მეთაური უნიკალურ 'ტარკსიახის' წოდებას ატარებდა
VIII საუკუნის შუახანებში, იმპერატორ კონსტანტინე V-ის მმართველობისას, არტაბასდოსის აჯანყების შემდგომ[3], თემი გამოეყო ოფსიკიონს. რეგიონი სადაც ოპტიმატები დასახლდა, კონსტანტინოპოლის საპირისპიროდ მდებარე ნახევარკუნძულთან ერთად წარმოადგენდა ოპტიმატონის ახალ თემს. თემის დედაქალაქი გახდა ნიკომედია[2][4]. ისტორიულ წყაროებში, თემი პირველად 774-775 წლებში გამოჩნდა[5]. ამავე პერიოდში ოფსიკიონს ასევე გამოეყო ბუკელარიონის თემი[6].
მანასკერტის ბრძოლის შემდგომ, თურქ-სელჩუკებმა, ოპტიმატონის სასოფლო რაიონები დაარბიეს. ალექსი კომნენოსმა, პირველი ჯვაროსნულ ლაშქრობის მეშვეობით, შეინარჩუნა ოპტიმატონის თემი[7], ხოლო, 1204 წელს, მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობაში, ტერიტორია ლათინების ხელში აღმოჩნდა. 1240 წელს[2], იოანე III დუკა ვატაცემ თემი დაიბრუნა და აღადგინა. XIV საუკუნეში კი, რეგიონი ოსმალებმა დაიპყრეს[8].
ლიტერატურა
რედაქტირება- Haldon, John F. (1984). Byzantine Praetorians: An Αdministrative, Ιnstitutional and Social Survey of the Opsikion and the Tagmata, c. 580-900. Bonn, Germany: R. Habelt. ISBN 3-7749-2004-4.
- Haldon, John F. (1999). Warfare, State and Society in the Byzantine World, 565-1204. London, United Kingdom: University College London Press (Taylor & Francis Group). ISBN 1-85728-495-X.
- (1991) The Oxford Dictionary of Byzantium. New York, New York and Oxford, United Kingdom: Oxford University Press. ISBN 978-0-19-504652-6.
- Lounghis, T. C. (1996). „The Decline of the Opsikian Domesticates and the Rise of the Domesticate of the Scholae“. Byzantine Symmeikta (10): 27–36. ISSN 1105-1639. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-21. ციტირების თარიღი: 2016-01-04.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Theophanes the Confessor; Turtledove, Harry (1982) The Chronicle of Theophanes: Anni mundi 6095-6305 (A.D. 602-813). Philadelphia, Pennsylvania: University of Pennsylvania Press. ISBN 978-0-8122-1128-3.
- Treadgold, Warren T. (1995). Byzantium and Its Army, 284–1081. Stanford, California: Stanford University Press. ISBN 0-8047-3163-2.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Haldon 1999, p. 196.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Kazhdan 1991, p. 1529.
- ↑ Haldon 1984, p. 222–227.
- ↑ Treadgold 1995, p. 99.
- ↑ Theophanes the Confessor და Turtledove 1982, 446–447 (p. 134).
- ↑ Lounghis 1996, p. 29–31.
- ↑ Treadgold 1995, p. 218; Kazhdan 1991, p. 1483.
- ↑ Kazhdan 1991, p. 1484.