ტიბერიუს II (ბიზანტია)

ტიბერიუს II კონსტანტინე (დ. 520/535 — გ. 14 აგვისტო, 582) — ბიზანტიის იმპერატორი 578–582 წლებში. წარმოშობით იყო თრაკიელი. იმპერატორ იუსტინე II-ს პირადი დაცვის უფროსი და მეგობარი. იმპერიას ფაქტობრივად ერთპიროვნულად მართავდა 574 წლიდან, როდესაც ის იუსტინე II-მ იშვილა და თანამმართველად გამოაცხადა, ხოლო თვითონ ქვეყნის მართვას განერიდა. ტიბერიუსი არ ზრუნავდა პირად კეთილდღეობაზე. მას მთავრ მიზნად მიაჩნდა საყოველთაო კეთილდღეობა. ამისთვის ხაზინიდან სოლიდურ ხარჯებსაც არ ერიდებოდა. მისი კურსით უკმაყოფილო დედოფალმა სოფია-მ და მხედართმთავარმა იუსტინიანემ მისი ჩამოგდების მიზნით მოაწყვეს შეთქმულება, რომელიც გამჟღავნდა. თუმცა ტიბერიუსმა გამოიჩინა იმ დროისთვის გაუგონარი სულგრძელობა და შეთქმულები ცოცხალი დატოვა. მრავალი ბრძოლა გადახდა სპარსელებთან, სლავებთან და ავარებთან. მათ ებრძოდა გარდამავალი უპირატესობით. 582 წელს თავისი ასული შერთო მხედართმთავარ მავრიკიოსს და იგი გამოაცხადა მემკვიდრედ. ისტორიაში შევიდა როგორც ჭკვიანი და წინდახედული მმართველი.

ტიბერიუს II
Flavius Tiberius Constantinus Avgustus

სოლიდუსი ტიბერიუს II-ის გამოსახულებით
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 578
მმართ. დასასრული: 582
წინამორბედი: იუსტინე II
მემკვიდრე: მავრიკიოსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 520/535
გარდ. თარიღი: 582
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: ინო ანასტასია
შვილები: კონსტანტინა
დინასტია: იუსტინიანიდების

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ბიზანტიური ცივილიზაცია“, ვალერი ასათიანი, თბილისი, 2006 წელი. გვ. 481-482
წინამორბედი:
იუსტინე II
ბიზანტიის იმპერატორი
578 - 582
შემდეგი:
მავრიკიოსი