ონგ ტენ ჩეონგი

სინგაპურის პრეზიდენტი

ონგ ტენ ჩეონგი (დ. 22 იანვარი, 1936, სინგაპური — გ. 8 თებერვალი, 2002, სინგაპური) — სინგაპურის სახელმწიფო, პოლიტიკური და პროფკავშირელი მოღვაწე, ბიზნესმენი, არქიტექტორი, ქალაქ-სახელმწიფო სინგაპურის პრეზიდენტი 1993 წლის 2 სექტემბრიდან 1999 წლის 1 სექტემბრამდე. სინგაპურის პირველი პრეზიდენტი, რომელიც მოსახლეობამ პირდაპირი კენჭისყრით აირჩია.

ონგ ტენ ჩეონგი
ონგ ტენ ჩეონგი
სინგაპურის მე-5 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 სექტემბერი, 1993 – 1 სექტემბერი, 1999
წინამორბედივი კიმ ვი
მემკვიდრესელაფან რამანათანი

დაბადებული22 იანვარი, 1936
სინგაპური
გარდაცვლილი8 თებერვალი, 2002
სინგაპური
პოლიტიკური პარტიასახალხო მოქმედების პარტია
განათლებაადელაიდის უნივერსიტეტი,
ლივერპულის უნივერსიტეტი
რელიგიაბუდიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა საშუალო შესაძლებლობის მქონე ჩინურ ოჯახში. 1955 წელს წარმატებით დაამთავრა ჩინური უმაღლესი სკოლა (ამჟამად ხვა ჩუნგის ინსტიტუტის უმაღლესი სკოლა), შენდეგ კი ადეილაიდის უნივერსიტეტი. სპეციალობით არქიტექტორია. 1961 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი. თავდაპირველად სპეციალობით მუშაობდა ჯერ ავსტრალიაში, ხოლო შემდეგ სინგაპურში. 1965 წელს კოლომბოს გეგმის მიერ მიიღო გრანტი რათა სწავლა გაეგრძელებინა ლივერპულის უნივერსიტეტში და 1967 წელს იქვე მიიღო ქალაქთმშენებლობის მაგისტრის ხარისხი. 1971-1975 წლებშიმუშაობდა სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში. მოგვიანებით დაკავდა საკუთარი ბიზნესით, მეუღლესთან ერთად შექმნა ფირმა „Ong & Ong Architects“-ი.

ონგ ტენ ჩონგმა პოლიტიკური კარიერა დაიწყო 21 წლის ასაკში. იყო სახალხო მოძრაობის პარტიის აქტივისტი, რომლის სიის მიხედვითაც 1972 წლიდან 21 წლის განმავლობაში ზედიზედ ირჩევდნენ პარლამენტის დეპუტატად. გაიმარჯვა 1972, 1976, 1980, 1984 და 1988 წლების არჩევნებში[1]. 10975 წლიდან ეკავა კავშირის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის თანამდებობა.

1980 წლიდან 1983 წლამდე იყო კავშირისა და საზოგადოებრივი მუშაობის მინისტრი, 1983 წლიდან უპორტფელო მინისტრია. 1983 წელს აირჩიეს პროფკავშირების ეროვნული კონგრესის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად.

1985-1990 წლებში ეკავა ვიცე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ლი კუან იუს მთავრობაში, ხოლო 1990 წლიდან 1993 წლამდე გო ჩოკ ტონგის მთავრობაში.

1993 წლის 2 სექტემბერს იკავებს სინგაპურის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას და ხდება სინგაპურის პირველი პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირი არჩევნების გზით აირჩია მოსახლეობამ და არა საკანონმდებლო ორგანომ[2][3].

1999 წელს მეორე ვადით არ იყარა კენჭი მეუღლის გარდაცვალების გამო და მისი შემცვლელი გახდა სელაფან რამანათანი.

გარდაიცვალა 2002 წელს ონკოლოგიური დაავადებით.

1963 წელს დაოჯახდა ლინგ სიუ მეიზე (1937-1999 წწ.), რომელთანაც შეეძინა ორი ბიჭი.

ჯილდოები

რედაქტირება

წმინდა მიხეილისა და წმინდა გიორგის დიდი ჯვრის რაინდის ორდენი.

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთ კათედრას ეწოდა ონგ ტენ ჩეონგის სახელი[4]. ასევე მისი სახელი ეწოდა სინგაპურის შრომითი კვლევების ინსტიტუტს და ამჟამად ეწოდება ონგ ტენ ჩეონგის ლეიბორისტთა ინსტიტუტი[5]. 2017 წლის აგვისტოში მთიანი ქედის ერთ-ერთ მწვერვალს ყაზახეთში ეწოდა ონგ ტენ ჩეონგის პიკი[6].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Mr Ong Teng Cheong. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-15. ციტირების თარიღი: 2019-11-08.
  2. Ong Teng Cheong becomes first directly-elected president
  3. [1]
  4. ONG TENG CHEONG PROFESSOR IN MUSIC. YONG SIEW TOH CONSERVATORY OF MUSIC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-30. ციტირების თარიღი: 10 January 2015.
  5. About Us. ციტირების თარიღი: 2017-08-07
  6. A mountain named after Ong Teng Cheong. The Straits Times (24 August 2017).