ომი ინგუშეთში
ომი ინგუშეთში — დაიწყო 2007 წელს, როგორც აჯანყების ესკალაცია ინგუშეთში, რომელიც დაკავშირებულია ჩეჩნეთში სეპარატისტულ კონფლიქტთან. ადგილობრივმა უფლებადამცველებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კონფლიქტს სამოქალაქო ომი უწოდეს.[1] 2009 წლის შუა ხანებისთვის ინგუშეთმა აჯობა ჩეჩნეთს, როგორც ყველაზე მოძალადემ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის. 2015 წლისთვის რესპუბლიკაში აჯანყება მნიშვნელოვნად შესუსტდა და დაღუპულთა რიცხვი არსებითად შემცირდა.
ისტორია
რედაქტირება2007 წლის 26 ივლისს, ინგუშეთში უსაფრთხოების მასშტაბური ოპერაცია დაიწყო, რასაც მოჰყვა თავდასხმების სერია [2], მათ შორის პრეზიდენტ მურატ ზიაზიკოვის მვლელობის მცდელობა მასობრივ აჯანყებამდე ხუთი დღით ადრე.[3][4] მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ასობით ადამიანი დააკავეს წმენდის დროს, ხოლო თავდასხმების დროს უსაფრთხოების რამდენიმე თანამშრომელი დაიღუპა და დაიჭრა.[2] 2007 წლის ოქტომბრისთვის ინგუშეთში პოლიციამ და უშიშროების ძალებმა მიიღეს ბრძანება, შეეჩერებინათ მედიის ინფორმირება ნებისმიერი „ტერორისტული ხასიათის ინციდენტის“ შესახებ.
2008 წელს მაგომედ ევლოევი, უაღრესად კრიტიკული ოპოზიციური ვებგვერდის Ingushetia.ru-ს მფლობელი, პოლიციაში ყოფნისას მოკლეს. მკვლელობის შემდეგ იმძლავრა სეპარატისტულმა აქტებმა და რუსეთისა და რუსების მიმართ მტრობამ ინგუშ მოსახლეობაში. ამ დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა ძალზედ არაპოპულარული პრეზიდენტი მურატ ზიაზიკოვი, კგბ-ს ყოფილი გენერალი, რომელსაც აკრიტიკებდნენ როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები, ასევე რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების ნაწილიც. მას შემდეგ რაც ინგუშების შინაგან საქმეთა მინისტრი მუსა მედოვი 2008 წლის ოქტომბერში თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე გახდა[5] საბოლოოდ, ზიაზიკოვს გადადგომა მოთხოვეს. 2008 წლის 30 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას ზიაზიკოვის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ და მის ნაცვლად ლეიტენანტი, პოლკოვნიკი იუნუს-ბეკ ევკუროვი დაინიშნა. ეს ინგუშების ოპოზიციამ გამარჯვებად შეაფასა.
თუმცა ძალადობა არ დასრულებულა. არსებული წყაროების მიხედვით, თითქმის 50 ადამიანი (მათ შორის 27 მეამბოხე, 18 პოლიციელი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე) დაიღუპა ამ პატარა რესპუბლიკაში (500 000-ზე ნაკლები მოსახლე) 2009 წლის პირველ სამ თვეში თითქმის ყოველდღიურ შეტაკებებში. გაგრძელდა გახმაურებული ფიგურების მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები. 2009 წლის 10 ივნისს მოკლეს ინგუშეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე აზა გაზგირეევა,[6] ხოლო 13 ივნისს ყოფილი ვიცე-პრემიერი ბაშირ აუშევი საკუთარი სახლის წინ დახვრიტეს.[7] ინგუშის პრეზიდენტი ევკუროვი მძიმედ დაიჭრა 22 ივნისს თვითმკვლელი ტერორისტული თავდასხმის შედეგად,[6] ხოლო მშენებლობის მინისტრი რუსლან ამერხანოვი აგვისტოში თავის კაბინეტში მოკლეს. 2010 წლის ოქტომბერში ისლამისტური კავკასიის ემირატების ჯგუფის ინგუშების ფილიალმა გამოაცხადა მორატორიუმი პოლიციელების მკვლელობაზე. .
2010 წლის შემდეგ ინგუშეთში ძალადობის დონემ კლება დაიწყო,[8] ეს ტენდენცია გაგრძელდა, 2013 წლიდან 2014 წლამდე, რესპუბლიკაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 60%-ით დაეცა.[9] 2014 წელს უშიშროების ძალებმა მოკლეს აჯანყების ლიდერი არტურ გეტაგაჟევი. 2015 წლის შუა რიცხვებში ევკუროვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში აჯანყება "დამარცხდა". მისი თქმით, პროტესტანთთა ჯგუფიდან 80 მებრძოლი ჩაბარდა და მათთვის მინიჭებულ იქნა ამნისტია.[10] [9]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Blomfield, Adrian (1 September 2008). „Russia faces new Caucasus uprising in Ingushetia“. The Daily Telegraph. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 February 2009. ციტირების თარიღი: 2010-04-30.
- ↑ 2.0 2.1 Russia: Security Sweep Fails To Stem Violence In Ingushetia. ციტირების თარიღი: 2016-04-03
- ↑ Suspects Detained In Ingushetia After Attack On FSB. ციტირების თარიღი: 2016-04-03
- ↑ Violence escalates in turbulent Russian region. ციტირების თარიღი: 2017-07-03
- ↑ Abdullaev, Nabi (1 October 2008). „Suicide Bomber Fails In Nazran Attack Bid“. Moscow Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 October 2008. ციტირების თარიღი: 2008-10-20.
- ↑ 6.0 6.1 „Attack on Russian regional leader“. BBC News. 22 June 2009. ციტირების თარიღი: 2 January 2010.
- ↑ „Another Killing in Region Bordering Chechnya“. New York Times. Associated Press. 10 June 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 May 2013. ციტირების თარიღი: 2009-06-22.
- ↑ Russian Economist Denounces Yevkurov's Record in Ingushetia. Jamestown Foundation (4 August 2014). ციტირების თარიღი: 22 May 2015
- ↑ 9.0 9.1 Why Is The Death Toll Tumbling In The North Caucasus?. RadioFreeEurope/RadioLiberty (10 February 2015). ციტირების თარიღი: 22 May 2015
- ↑ Yevkurov Says Insurgency 'Defeated' In Ingushetia. RadioFreeEurope/RadioLiberty (19 May 2015). ციტირების თარიღი: 22 May 2015