იუნუს-ბეკ ევკუროვი

იუნუს-ბეკ ევკუროვი (რუს. Евкуров, Юнус-бек Баматгиреевич; დ. 29 ივლისი, 1963, ტარსკოე, ჩრდილოეთ ოსეთი) — რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. 2008 წლის 30 ოქტომბრიდან ინგუშეთის პრეზიდენტი.[1][2] რუსეთის ფედერაციის გმირი (2000). დაიბადა 1963 წლის 29 ივლისს, სოფელ ტარსკოეში. ჰყავს ექვსი ძმა და ხუთი და.[3] გაიზარდა ქალაქ მალგობეკში. სკოლა დაამთავრა ბელსანში. 1982-1984 წწ. მსახურობდა წყნაროკეანური ფლოტის ქვეით ჯარში.[4] სწავლობდა აგრეთვე რიაზანის საჰაერო-სადესანტო უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც 1989 წელს დაამთავრა. 1997 წელს დაამთავრა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.

იუნუს-ბეკ ევკუროვი

იუნუს-ბეკ ევკუროვი (2009)
მშობლიური სახელი Юнус-бек Евкуров
დაბადების სახელი იუნუს-ბეკ ევკუროვი
დაბადების თარიღი 29 ივლისი 1963
ტარსკოე, ჩრდილოეთ ოსეთი
მოქალაქეობა რუსეთი
პროფესია პოლიტიკა
მეუღლე(ები) ხავა კოძოევა
შვილ(ებ)ი იტარ-ბეკი

2009 წლის 22 ივნისს ევკუროვზე თავდასხმის მცდელობა განხორციელდა, რის შედეგად პრეზიდენტის ერთ-ერთი დაცვის წევრი ადგილზევე გარდაიცვალა. თვით ევკუროვი და კიდევ ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა; იმ მომენტისთვის ევკუროვი ჯანმრთელობის მხრივ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო.[5] 2009 წლის 23 ივნისს ევკუროვის თავდასხმის მცდელობაში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს. ანონიმური წყაროების მიხედვით, დაკავებულ პირებს ჰქონდათ კავშირი არაკანონიერ სამხედრო ფორმირებასთან.[6][7] 2009 წლის 13 ოქტომბერს ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ევკუროვზე თავდასხმის მონაწილენი განადგურებულები არიან.[8] საგამოძიებო კომიტეტის მიხედვით, თავდასხმის ორგანიზაციაში მონაწილეები არიან აგრეთვე ალექსანდრე ტიხომიროვი და მაჰომედ ცოკიევი, რომლებიც ძებნაში არიან გამოცხადებულები.[9] ალექსანდრე ტიხომიროვი მოკლულ იქნა 2010 წლის 2 მარტს სოფელ ეკაჟევოში (ინგუშეთი).[10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Russia Backs Soldier To Quell Violent Ingushetia Region. Radio Free Europe/Radio Liberty (2008-10-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-03. ციტირების თარიღი: 2008-11-03.
  2. „Soldier to run restive Ingushetia“. BBC News. 2008-10-31. ციტირების თარიღი: 2008-11-03.
  3. Жена нового президента Ингушетии Юнус-Бека Евкурова родила сына в Москве, Life.ru, 31.10.2008.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 08.11.2008. ციტირების თარიღი: 08.10.2011.
  4. Газета «Коммерсантъ», № 199 (4016) от 31.10.2008
  5. Источник: задержаны подозреваемые в покушении на Евкурова. Теракт могла совершить смертница NEWSru 23 июня 2009.
  6. Источник: задержаны подозреваемые в покушении на Евкурова. Теракт могла совершить смертница NEWSru 23 июня 2009.
  7. Покушение на Евкурова: первая подозреваемая Интерфакс 23 июня 2009.
  8. Кириленко, Анастасия (13.10.2009). „Кто же покушался на Евкурова?“. Радио "Свобода". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-14. ციტირების თარიღი: 2009-10-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  9. Полетаев, Владимир (14.10.2009 г). „Не спрятались - названы имена террористов, пытавшихся взорвать президента Ингушетии“. Российская газета. ციტირების თარიღი: 2009-10-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  10. „Уничтожен Саид Бурятский“. Вести.Ru. 08.03.2010 г. ციტირების თარიღი: 2010-03-08. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)