ოლღა ქურდევანიძე

ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოლღა ქურდევანიძე (დ. 1913, თბილისი — გ. 1995) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი.

ოლღა ქურდევანიძე
დაბ. თარიღი 1913
გარდ. თარიღი 1995
მოქალაქეობა  საქართველო
საქმიანობა ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი და ქიმიკოსი

1935 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი.

1935-1995 წლებში მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სილიკატების ტექნოლოგიის კათედრაზე. მისი კვლევის მთავარი სფერო იყო საქართველოში არსებული სილიკატური ნედლეულის აღმოჩენა და მათი თვისებების კვლევა. მან შეისწავლა დაახლოებით 50 წითელი აგურის საბადო, ცეცხლგამძლე სააგურე თიხები, სატარე მინის წარმოებისთვის საჭირო ადგილობრივი მასალები, ცემენტის წარმოებისთვის გამოსადეგი კირქვები, სხვადასხვა თიხები და დანამატები. ამ კვლევების შედეგები გამოიყენეს სხვადასხვა საწარმოში ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესებისა და განახლებისთვის.

მან თავისი პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილება ასახა სილიკატური ტექნოლოგიის ქართულენოვან სახელმძღვანელოებში, რითაც შექმნა აკადემიური საფუძველი საქართველოში მჭიდა მასალების სპეციალისტების მოსამზადებლად.

სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის გარდა, აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1967-1969 წლებში არჩეული იყო საქალაქო საბჭოს წევრად. მას მიღებული ჰქონდა მთავრობის ექვსი მედალი და მრავალი წოდება. 1990 წელს ის აირჩიეს სიეტლის (აშშ) საპატიო მოქალაქედ.

სადისერტაციო თემა — „ქვარცისა და ქალცედონის ინვერსიის კინეტიკა მაღალ ტემპერატურაზე.“[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • სამუშაო პროგრამა სილიკატების ზოგად ტექნოლოგიაში (0806, 0830, 0831) თბილისი, სპუ, 1980 გვ. 11
  • მჭიდა მასალების ტექნოლოგიის ლაბორატორიული პრაქტიკუმი თბილისი, სპი, 1979 გვ. 142

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ინჟინერი ქალები. თბილისი 2008 გვ. 170-171

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება