ოლღა ბელენკო
ოლღა ბელენკო (დ. 3 ივლისი, 1914, თბილისი ― გ. 1999, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1967).
ოლღა ბელენკო | |
---|---|
დაბადების თარიღი |
3 ივლისი, 1914 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
1999 თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1932 წელს მუშაობა დაიწყო მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში მსახიობად, სადაც ათეული წლების მანძილზე მოღვაწეობდა. მისი შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კატერინა ლიპოჩკა, ლარისა, აგნია (ა. ოსტროვსკის „ჭექა-ქუხილი“, „უდანაშაულო დამნაშავენი“, „შინაურები ვართ, მოვრიგდებით“, „უეცარი სიმდიდრე“, „ყოველთვის ყველიერი არ არის“), აგაფია (ნ. გოგოლის „ქორწინება“), გაიანე (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ამალია, ლუიზა (ფ. შილერის „ყაჩაღები“, „ვერაგობა და სიყვარული“), ჯულიეტა (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), ემილია (მ. ლერმონტოვის „ესპანელები“), ბეატრიჩე (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“), მაშა (ა. პუშკინის „დუბროვსკი“), ლუბკა შევცოვა (ა. ფადეევის „ახალგაზრდა გვარდია“), ოლგა (კ. ტრენიოვის „გიმნაზიელები“), ლიზა (ვ. გუსიევის „რიბაკოვის შვილი“), ფარელი (ლ. ჰელმანის „ფარელის ოჯახი კარგავს მოსვენებას“) და სხვა.