ოლორი
მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
ოლორი — მდინარე დასავლეთ საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ოხაჩქუის კარსტული მასივის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 945 მ-ზე, სიგრძე 14,8 კმ, აუზის ფართობი 72,7 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წლის დანარჩენ დროს — წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,71 მ³/წმ.
ოლორი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე) |
სათავე |
ოხაჩქუის მასივი 42°43′03″ ჩ. გ. 41°56′21″ ა. გ. / 42.717722° ჩ. გ. 41.939250° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 945 მ |
შესართავი |
ენგური 42°39′27″ ჩ. გ. 41°58′45″ ა. გ. / 42.657500° ჩ. გ. 41.979389° ა. გ. |
სიგრძე | 14,8 კმ |
აუზის ფართობი | 72,7 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 3,71 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 522.