ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოკმოკის მთა (ინგლ. Mount Okmok) — ვულკანი აშშ-ში, ალასკაში. მდებარეობს ალეუტის კუნძულების აღმოსავლეთ ცენტრალურ ნაწილში, უნმაკის კუნძულზე,[2] ანკორიჯიდან 1400 კმ-ში.[3] წარმოიქმნა ჩრდილოეთ ამერიკის ფილის ქვეშ წყნარი ოკეანის ფილის სუბდუქციით. ოკმოკი ფარისებრი ვულკანია. მის წვეროზე 10 კილომეტრი სიგანის კალდერაა მოთავსებული. კალდერა შეიცავს მრავალ წიდურ კონუსს, მათ ლავურ ნაკადებსა და რამდენიმე ტბას. კალდერის წიდური კონუსებიდან ძირითადად ბაზალტური ლავა იფრქვევა.[4]

ოკმოკის მთა
Mount Okmok
კოორდინატები: 53°26′N 168°08′W / 53.43° ჩ. გ. 168.13° დ. გ. / 53.43; -168.13კოორდინატები: 53°26′N 168°08′W / 53.43° ჩ. გ. 168.13° დ. გ. / 53.43; -168.13 [[1] GVP2024]
ქვეყანა აშშ
სიმაღლე 1 073 
ფართობი 120 კმ²
ვულკანური რკალი ალეუტის რკალი

ვულკანის აქტივობა პლეისტოცენში დაიწყო.[5] ჰოლოცენში ორი უზარმაზარი კალდერისწარმომქმნელი ამოფრქვევა მოხდა, რომელთა ვულკანური ექსპლოზიურობის ინდექსი (VEI) 6-ს შეადგენდა. ამ ამოფრქვევებს შორის მეორე ძვ.წ. 43 წელს მოხდა და ვულკანური ზამთარი გამოიწვია, რამაც შესაძლოა ეგვიპტის ისტორიაზე მოახდინა გავლენა. ოკმოკი ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. 1817 წელს მისმა ამოფრქვევამ ალეუტების დასახლება გაანადგურა.[1]

  1. 1.0 1.1 GVP 2024, General Information.
  2. Mann, Freymueller & Lu 2002, p. 1.
  3. Larsen et al. 2013, p. 86.
  4. Larsen et al. 2013, p. 85.
  5. Finney et al. 2008, p. 860.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოკმოკის_მთა“-დან