ოკავანგო (ანგოლის ტერიტორიაზე კუბანგო) (ინგლ. Okavango River) — მდინარე აფრიკის სამხრეთ-დასავლეთში. სიგრძის მიხედვით მეოთხე მდინარის სისტემაა სამხრეთ აფრიკაში. მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. სიგრძე — 1700 კმ. წყლის საშუალო ხარჯი — 475 მ³/წმ. სათავეს იღებს ანგოლაში, სადაც მას ეძახიან კუბანგოს. სამხრეთით მასზე გადის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული ნაწილი ანგოლასა და ნამიბიას შორის, რის შემდეგაც მიედინება ბოტსვანის ტერიტორიაზე.

ოკავანგო
ინგლ. Okavango River
ქვეყანა ანგოლის დროშა ანგოლა, ნამიბიის დროშა ნამიბია, ბოტსვანის დროშა ბოტსვანა
სათავე 12°39′14″ ს. გ. 16°07′38″ ა. გ. / 12.65389° ს. გ. 16.12722° ა. გ. / -12.65389; 16.12722
შესართავი 18°41′02″ ს. გ. 22°10′25″ ა. გ. / 18.68389° ს. გ. 22.17361° ა. გ. / -18.68389; 22.17361
შესართავის მდებარეობა ოკავანგოს დელტის ადგილმდებარეობა კალაჰარის უდაბნოში
სიგრძე 1700 კმ
აუზის ფართობი 530 000 კმ²
ოკავანგო — აფრიკა
ოკავანგო
ოკავანგო
— სათავე, — შესართავი
ოკავანგო ვიკისაწყობში

ბოტსვანის ტერიტორიაზე შემოსვლამდე წინაღობების გამო, რომელიც ცნობილია როგორც პოპის ჩანჩქერები, მდინარის წყლის დონე ეცემა 4 მეტრით[1].

ოკავანგო არ უერთდება არც ზღვას და არც ტბას. იგი, იკლაკნება მრავალრიცხოვანი არხების ლაბირინთებით, აორთქლებისას კარგავს წყლის 95 %-ს და იკარგება ჭაობებში კალაჰარის უდაბნოს ჩრდილო-დასავლეთში. ამ ადგილს, როგორც წესი ეძახიან ოკავანგოს დელტას (ოკავანგოს ჭაობები), რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მდინარის დელტაა, ფართობით 15 000 კმ².

იშვიათად საკმაოდ წვიმიან პერიოდებში მდინარის წყლის ნაწილი ავსებს ნგამის ტბას. ძლიერი წყალდიდობების წლებში (საშუალოდ ერთჯერ 15-20 წელიწადში) აღწევს მლაშობ ნიადაგიან ქვაბულ — მაკგადიკგადამდე, სადაც რამდენიმე ათასი წლის წინ იყო დიდი ტბა[2].

ოკავანგოს აუზში მდებარეობს მორემის ნაკრძალი (ბოტსვანაში), რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი ველური ბუნებით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Siyabona Africa Travel (Pty) Ltd, "Popa Falls | Okavango River | Botswana" webpage: TravelZA-PopaFalls[მკვდარი ბმული]
  2. C. Michael Hogan (2008) Makgadikgadi, The Megalithic Portal, ed. A. Burnham [1]