ოიმიაკონის მთიანეთი

ოიმიაკონის მთიანეთი[1] (რუს. Оймяконское нагорье) — მთიანეთი რუსეთში, იაკუტიაში (სახაში). მდებარეობს სუნტარ-ხაიატისა და ტას-კისტაბიტის ქედებს შორის, მდ. ინდიგირკის ზემო წელის აუზში. საერთო ფართობი დაახლ. 50 ათ. კმ². რელიეფისათვის დამახასიათებელია დაბალმთიანი მასივები და სერები (400-დან 1200 მეტრამდე), რომლებზეც ადგილ-ადგილ აღმართულია ბიუტები (სიმაღლეში 1891 მეტრამდე, მთ. დიაკაი-ტასა). ყველგანაა განვითარებული მრავალწლოვანი მზრალობა. კალთების ქვედა ნაწილში ჭარბობს მეჩხერი და ძლიერ დაჭაობებული ფოთლოვანი ტყეების დაბალი რაყები; სამხრეთ კალთაზე ველის ლანდშაფტის მონაკვეთებია; 1200 მეტრზე მაღლა — მთის ტუნდრის ლანდშაფტები. მთიანეთის ფარგლებში მოქცეულ ოიმიაკონის ღრმულში მდებარეობს ევრაზიის სიცივის ერთ-ერთი პოლუსი (იანვრის საშუალო ტემპერატურა –50°C, მინიმალური –68°C).[2]

ოიმიაკონის მთიანეთი
რუს. Оймяконское нагорье
კოორდინატები: 63°15′ ჩ. გ. 141°30′ ა. გ. / 63.250° ჩ. გ. 141.500° ა. გ. / 63.250; 141.500
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სახა (იაკუტია)
უმაღლესი წერტილი დიაკაი-ტასა (1891 მ)
ფართობი 50 ათ. კმ²
ოიმიაკონის მთიანეთი — რუსეთი
ოიმიაკონის მთიანეთი
  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 152.
  2. Оймяконское нагорье // Большая российская энциклопедия. т. 23. — М., 2013. — стр. 741.